პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს. 

 

 
პრეზიდენტი ექიმ გაფრინდაშვილის საკითხზე: ყველა ის კონტაქტი გამოვიყენე რაც მქონდა და გამაჩნია 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება და აქედან მინდა მის ოჯახს მხნეობა ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

„საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“,- ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

ელიზაბეთ რუდი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა.

 

ევროკავშირის ელჩი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ დიალოგი მარტივი იყო 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობს.

არჩილ თალაკვაძე: ერთადერათი რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სამოქალაქო მოძრაობის" კამპანიას - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი"  გამოეხმაურა.

უსუფაშვილი: შეხვედრაზე, ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, "დიახ, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება" 

"დღეს პირველად თქვეს, რომ ცვლილება საჭიროა, თუმცა ამ ცვლილების კონკრეტულ მოდელად ჩვენს შეთავაზებულ არცერთ მოდელზე არ თანხმდებიან", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძე: არგუმენტების გათვალისწინებით მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

"დღევანდელ შეხვედრაზე არგუმენტები წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც მრავალმანდატიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

წულუკიანი: მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

"ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოს ცოტა ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში არსებობს, ვთქვით, რომ საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა მისაღები ვერ იქნება",- ამის შესახებ ვიცე - პრემიერმა იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდზე: მრავალმანდატიან ოლქებზე კატეგორიულ უარზე არიან   

"ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკმაყოფილო არიან იმ სისტემით, რომელიც არსებობს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძე: ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ამის მაგალითი მისცა ყველას

"როგორც პოლიტიკოსები, ასევე, როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და ერთიანი ვართ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ერეკლე კუხიანიძე: მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ერეკლე კუხიანიძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ვოლსკი: დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს 

"დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს და დევს მაგიდაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა 

"ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნებისგან" ზედმეტი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებას

"ოპოზიცია ყველა ქმედებაში კონსტრუქციულია, ხოლო "ქართული ოცნება" დესტრუქციულია", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

ნიკოლოზ მეტრეველი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ყავს

„ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ „პირველის“ეთერში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა დღეს გაიმართება.

კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.