ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი, 90-იანი წლებიდან იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას. მან საკუთარი შვილების გადასარჩენად საოცარი გზა გაიარა გროზნოდან პანკისამდე და პანკისიდან სირიამდე.

ჩეჩნეთიდან პანკისში


ჩემი ქმარ-შვილით გროზნოში ვცხოვრობდი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ეკონომიკურადაც ძლიერად ვიყავით. 1994 წელი იყო. ომი დაიწყო. ჩემი ბიჭები მაშინ 6 და 4 წლისანი იყვნენ. იძულებული გავხდით, გროზნოდან წამოვსულიყავით: მე და ბავშვები ჩემს მშობლებთან, პანკისის ხეობაში წამოვედით, ჩემი მეუღლე დარჩა. ვლადიკავკაზის გზით მოვდიოდით, ქართულმა მხარემ კორიდორი გააკეთა და ჩეჩნები შემოუშვა. უმეტესობამ პანკისის ხეობას შეაფარა თავი. ჩვენს სახლშიც 15 ადამიანი ცხოვრობდა.


გვიჭირდა, მაგრამ თავი გაგვქონდა როგორღაც. რთული დრო იყო...


როცა მომყავდა, ჩემი უფროსი შვილის ფოტო ფრიადოსნების დაფიდან ჩამოვიღე. აქ სკოლაში დაიწყეს სიარული. როცა მეგონა, სკოლაში იყვნენ, თურმე ამ დროს სხვაგან, ოჯახში იკრიბებოდნენ და სხვანაირი აზროვნება უყალიბდებოდათ – შეიცვალნენ, ცოტა გრძელი ხალათები ჩაიცვეს. ცოტა კი შემეშინდა. მოულოდნელად შეცვლა დაიწყეს, განსაკუთრებით უფროსმა, მერე მოხდა ისე, რომ ერთ დღესაც არ მოვიდა. გამწარებული დავეძებდი, კი ვიცოდი, რომ მეგობრებთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახლში რომ არ მოვიდა, ძებნა დავუწყე და აღმოვაჩინე, რომ შატილში, რაღაც საწვრთნელ ადგილზე იყო წასული. მაშინ 15 წლისაც არ იყო... დიდი გაჭირვებით ვცხოვრობდით, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობდი მათთვის, სასოწარკვეთილი დედა ვიყავი, ვერც იმას ვაძლევდი, რაც სჭირდებოდათ და აღარც მიჯერებდნენ, ზუსტად ამ დროს დამიკავშირდა მათი მამა ჩეჩნეთიდან. ვუთხარი, რომ აღარ მიჯერებდნენ და სკოლაშიც აღარ დადიოდნენ. მან მითხრა, რომ ევროპაში აპირებდა წასვლას და შემომთავაზა, ჩვენც წავსულიყავით.


 პანკისიდან  ევროპაში


მე ჩემს წასვლაზე უარი ვუთხარი, რადგან მას მეორე ოჯახი ჰყავდა. თუმცა დავპირდი, რომ ბავშვებს დაველაპარაკებოდი და თუ მათი ნება იქნებოდა, მამამისს ჩავუყვანდი. ვფიქრობდი, ევროპაში წავლენ, ისწავლიან, უფრო სხვანაირები იქნებიან-მეთქი და დაველაპარაკე ბავშვებს. მათ მითხრეს, რომ მამასთან ყოფნა სურდათ, „შენთანაც გვექნება ურთიერთობა, თუმცა მამასთან გვინდაო“. მოვილაპარაკეთ და წავიყვანე მამამისთან. ისინი ევროპაში წავიდნენ და ავსტრიაში ცხოვრობდნენ. უფროსმა ენები იცოდა: ინგლისური, რუსული, არაბული, თურქული, გერმანული, იტალიურსაც სწავლობდა. უმცროსი პროგრამისტი იყო.


იქვე დაოჯახდნენ, რძლებიც ჩეჩნები არიან. შეეძინათ შვილები. აქედან გავარიდე, რელიგიის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ-მეთქი და იქ მეტი თავისუფლება ნახეს, მეტი რელიგიური თავისუფლებაც. შვილები სულ მეუბნებოდნენ, შენც წამოდი ჩვენთან, არაფერს მოგაკლებთო. მაგრამ ჩემი მშობლები მხოლოდ ჩემს იმედად არიან. როგორ დამეტოვებინა? - არ მომყვებოდნენ ჩემები და ვერც მე წავედი.


ჩვენ მხოლოდ სკაიპით ვურთიერთობდით და 10-12 წლის შემდეგ მოულოდნელად ორივე თავზე დამადგა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები. ორი კვირა დარჩნენ და შემდეგ წავიდნენ.


მოჯაჰედი შვილების ამბავი


დრო გადიოდა. ჩემი შვილები უკვე ნაკლებად მეკონტაქტებოდნენ. ერთ დღეს შემთხვევით გავიგე, რომ სადღაც სირიაში მოძრაობა დაიწყო, აქაური თარხან ბათირაშვილი, ომარ ალ შიშანად წოდებული, წავიდა იქ და ძლიერი კაცი გახდა. მესმოდა, რომ აქედან ვიღაცები მიდიოდნენ, ემზადებოდნენ, წვრთნებს გადიოდნენ, მეტი არაფერი ვიცოდი.


ერთ დღეს დუისში, დეიდაშვილთან ვიყავი სტუმრად. ვსაუბრობდით. თარხან ბათირაშვილიც სირიაში წასულაო, მითხრეს... ამ დროს მეზობელი შემოვიდა და მისგან გავიგე, რომ ერთი დუისელი ბიჭი დაბრუნებულა სირიიდან და იქ ჰამზათი უნახავს. გავშრი, თურმე ჩემი შვილიც იქ იყო...


თავიდან ვიფიქრე, ვიღაცაში შეეშალა და არ იქნება მართალი-მეთქი, მაგრამ მეზობელმა დარწმუნებით მიპასუხა, რომ შეცდომა გამორიცხული იყო. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. წამოვედი სახლში, ჩავრთე კომპიუტერი და დავურეკე რძალს, რათა მისგან გამეგო სიმართლე. ის პასუხს თავს არიდებდა, თუმცა გამოვტეხე. შემდეგ დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ყველა მიდის-მოდის და არაფერი საშიში არ არისო. თანდათანობით ხმები მოდიოდა, რომ ომი დაიწყო, ალეპოს აეროპორტის აღებას აპირებდნენ. ერთ დღეს შემთხვევით ფოტო ვნახე, სადაც ჩემი შვილი თავზე ბინტშემოხვეული საწოლზე იჯდა. ამ დროს, ასევე, გავიგე, რომ ჩემს შვილს ჩეჩნეთის ერთ-ერთი მინისტრის შვილი წაუყვანია ცოლად. იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, სირიაში ჩავსულიყავი. კვლავ დავურეკე რძალს და ულტიმატუმი წავუყენე: თუ ის თავის დედას პატივს სცემს, დამირეკოს, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი. რძალი დამპირდა, რომ გადასცემდა ჩემს დანაბარებს. სულ ჩართული მქონდა კომპიუტერი, ჩემი შვილის ზარს ველოდი. ერთ დღესაც, ღამის პირველის ნახევარზე სკაიპში ზარი შემოვიდა. გავიქეცი და დავინახე ჩემი შვილი, შავი ბენდენა ჰქონდა თავზე წაკრული, არაბული წარწერით, დიდი წვერი, ვერც კი ვიცანი. მის მოკითხვაზე არც მიპასუხია, ვუყვირე: „როგორ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ-მეთქი. დავიწყე ტირილი და ვემუდარებოდი, თუ ღმერთის გწამს, შენთან წამოსვლა მინდა და წამიყვანე-მეთქი. ერთი წუთი გაჩერდა და თანხმობით მიპასუხა. ორ დღეში დაგიკავშირდები და გეტყვი, როგორ უნდა წამოხვიდეო. მთხოვა, მისთვის და თარხან ბათირაშვილისთვის ჩურჩხელები და საზამთროს მურაბა წამეღო. მართლაც, რამდენიმე დღეში დამიკავშირდა და მითხრა, რა გზით შევძლებდი სირიაში ჩასვლას.


მე ცხოვრებაში თურქეთშიც არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ჩემი ბედი ღმერთს მივანდე და წავედი...


მოგზაურობა „ისლამურ სახელმწიფოში“ – იხ. შემდეგ თავში.


 


ავტორი: მანია ტოგონიძე, „პირველის“ რედაქტორი


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.