ომარ ღიბრაძე: სიკვდილზე გამარჯვება ქირურგის ცხოვრების მიზანია!

ქუთაისის საპატიო მოქალაქე - ომარ ღიბრაძე, რამდენიმე ათეული წელია, რაც საოპერაციო მაგიდასთან ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის.

ომარ ღიბრაძე არის ფართო პროფილის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 68 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 რაციონალური წინადადების ავტორი, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენის, გრიგოლ მუხაძის სახელობის ორდენის, წლის საუკეთესო ქირურგის წოდებისთვის, ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებულია ოქროს მედლით, ოქროს სკალპელით, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს მედლით.


დამთავრებული აქვს ხაბაროვსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. საკანდიტატო და სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს მოსკოვის ნომერ პირველ სამედიცინო ინსტიტუსტში. სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილეა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყავს მეუღლე - გულიკო მაღლაფერიძე, ექიმი-რევმატოლოგი. ქალიშვილი - ელისო ღიბრაძე, ექიმი - რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, რომელმაც პროფესიის არჩევისას მამის სურვილი გაითვალისწინა და დღეს მაღალ ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში წამყვანი რადიოლოგია. სიძე - გიორგი ბაკურაძე კლინიკა “მედიქლაბი”-ს ენდოსკოპისტი. შვილიშვილი - ომარ ბაკურაძე, 15  წლის-მოსწავლე. მისი ყველაზე საყვარელი ადამიანი, დიდი იმედი და ცხოვრების აზრი.


 ომარ ღიბრაძე: ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოუსვენარი და მოჩხუბარი ბიჭი ვიყავი, ამაყი, არავის არაფერს შევაწევდი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს გულში დამჭრეს, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ქირურგი და როგორც მე გადამარჩინეს, მეც ასევე მეხსნა სხვების სიცოცხლე. ასე ავირჩიე ქირურგია. ვმუშაობ “ევექსი”-ს კორპორაციაში წამყვან სპეციალისტად და კლინიკა “ბომონდში” ქირურგიული დეპარტამენტის უფროსად, რთულ შემთხვევებში მიწევს სხვადასხვა საავადმყოფოებში კონსულტაციების და ოპერაციების ჩატარება.


რამდენად რთულია ქირურგის ცხოვრება?


ქირურგია ტიტანური შრომაა, შენგან ყველაფერს მოითხოვს და საკუთარს არაფერს გიტოვებს, მთელი ჩემი სიცოცხლე სიკვდილთან ჭიდილია.ძალიან რთული და მეტად საპასუხისმგებლო არის შემთხვევა, როდესაც უძლური ხარ დაავადებასთან. ძლიერი მაშინაა ქირურგი, როცა - ტალანტი, გამოცდილება, სიმკაცრე და მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ, შერწყმულია მასში. ჩემი პროფესია მოითხოვს ყოველდღიურ დაუღალავ თეორიულ და პრაქტიკულ შრომას. სიკვდილზე გამარჯვება ქირურგის ცხოვრების მიზანია. ღამე თვალს რომ ვხუჭავ ოპერაციას როგორც ვიდეოფილმს ისე ვხედავ, ასე მეორდება წლები  '' хирургия ревнует даже на жену''. ქირურგია არა მხოლოდ პროფესაა, არამედ მთელი ჩემი ცხოვრებაა.46 წელი მე ყოველდღიურად საათობით ვდგევარ საოპერაციო მაგიდასთან და ეს ჩემი ცხოვრების წესია. ჯერ ადამიანი ჭედავს ქირურგიას და როდესაც ხდება პროფესიონალი, შემდეგ პირიქით  - ქირურგია ჭედავს მას. იმაზე ღირსეული, კეთილშობილური და პატივსაცემი საქმე არ არსებობს, როდესაც ყოველდღიურად იბრძვი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და სიცოცხლეს უბრუნებ ადამიანს. ოპერაციის დროს ჩემი გული, სული, აზროვნება, ყველაფერი მიმართულია კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად.


ემოციურად ყველაზე რთული სიტუაციების გახსენება თუ შეგიძლიათ?


ამ წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, რთული და ემოციური სიტუაციები გამომივლია, თუმცა, ყველაზე შემზარავი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში აფხაზეთის ომია, რა დროსაც იმერეთისა და სამეგრელოს შტაბის მთავარი ქირურგი გახლდით, ეს პერიოდი ყველაზე მძიმედ დარჩა ჩემს
მეხსიერებაში. ჰოსპიტალში 420 ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა.


ათასობით მადლიერი პაციენტი გყავთ, რომლებიც ერთხმად გაღიარებენ, როგორც თქვენს საქმეში  უბადლო პროფესიონალს და  საუკეთესო პიროვნებას, ხალხის შეფასება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?


პაციენტის ყველაზე დიდი მადლიერება, გულით გამოთქმული მადლობაა, სიხარულით და ცრემლით სავსე თავალები, რომლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თაობები მყავს ნაოპერაციები. გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა, პაციენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექიმის ყურადღებას და გულისხმიერებას. მადლიერებას ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს, მომდის უამრავი წერილი, ბევრი მოდის და პირადად გამოხატავს მადლიერებას და კეთილგანწყობას. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია.


ქუთაისის საპატიო მოქალაქე ხართ, ალბათ, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მუშაობის არაერთი შანსი გქონდათ, რთული იქნებოდა თქვენთვს მშობლიური ქალაქის დატოვება?


მართლაც იყო საინტერესო შემოთავაზებები მოსკოვში,თბილიში და სხვა... მაგრამ საქართველოს და ქუთაისის სიყვარულმა უარი მათქმევინა. ქუთაისში დავიბადე გავიზარდე და ძალიან რთული და შეუძლებელიც კი აღმოჩნდა ჩემთვის მშობლიური ქალაქის დატოვება.


რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა, გიფიქრიათ რა პროფესიის იქნებოდა დღეს ომარ ღიბრაძე?


ძნელი სათქმელია, ბუნებით ძალიან მშრომელი და მიზანდასახული ვარ  და რა არჩევანიც არ უნდა გამეკეთებინა, ყველგან მივაღწევდი გარკვეულ წარმატებას, თუ მე დღეს რაიმეს წარმოვადგენ, ეს იმ უდიდესი შრომის ნაყოფია, რასაც მთელი ცხოვრების მანძილეზე დაუღალავად ვეწევი, დაუმსახურებლად და უბრძოლველად არფერი მიმიღია.


 თამარ ღუდუშაური


ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.