პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები, PMI საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებლები და წევრები, ასევე პროექტის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები დაესწრნენ. 

პროექტის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობაა. PMI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და კომუნიკაციების დირექტორი თამარ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროექტის მართვის სფერო საქართველოში არც ისე კარგადაა განვითარებული, ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად იმუშავებს ამ პროფესიაზე ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიონალების ხელშეწყობაზე.

„პროექტის მართვის ინსტიტუტთან ერთად ამ წარმომადგენლობის გახსნაზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს იყო აქტიური, ნაყოფიერი და დატვირთული პერიოდი. ვფიქრობ, ამ წარმომადგენლობის არსებობას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტების მართვა საქართველოში არ არის საუკეთესოდ განვითარებული. ამიტომ, ჩვენი წარმომადგენლობის მიზანია, ამ პროფესიის შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება, ხელი შევუწყოთ საქართველოში რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერის არსებობას, რაც, თავის მხრივ, დრამატულად გააუმჯობესებს სახელმწიფო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს თამარ მაჭავარიანი.

პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წელს დაფუძნდა და 92 მოქმედ წევრს აერთიანებს. მათ შორის, პროექტის მართვის პროფესიონალის სერტიფიკატის (PMP) მფლობელებსაც, რომლებიც  მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებში. ასევე, წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს  პროექტის მართვის ინსტიტუტის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებთან.

PMI-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელი ლელა მაჩაიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პროექტის მართვის სტანდარტების და მეთოდოლოგიის გავრცელებას საქართველოში.

„ეს იქნება ადგილი, სადაც შეგვეძლება, გავაზიაროთ ცოდნა, გამოცდილება. გვქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა დარგის, სექტორის, პროექტის მენეჯერებთან. ვისაუბრებთ, რა გამოწვევები და საჭიროებებია პროექტის მართვის მიმართულებებით და სად არის ის ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ ერთად“, - აცხადებს ლელა მაჩაიძე.

პროექტის მართვის ინსტიტუტი 1969 წელს დაფუძნდა და დღემდე ყველაზე დიდი, არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციაა. ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით 700,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ქმნის ღირებულებას ადვოკატირების, თანამშრომლობის, განათლებისა და კვლევის მეშვეობით 2.9 მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.  პროექტის მართვის ინსტიტუტი ხელს უწყობს პროფესიონალებს კარიერულ ზრდაში, ხოლო ორგანიზაციებს  წარმატების მიღწევაში. ინსტიტუტი აძლიერებს პროექტის მართვის პროფესიას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების, სერტიფიცირების, რესურსებისა და ინსტრუმენტების შექმნით, აკადემიური კვლევების, პუბლიკაციების, პროფესიული განვითარების კურსების და პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირების გზით.


სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.