სტრასბურგის სასამართლო ვაზაგაშვილის საქმეზე: ტრაგიკული განვითარება გახდა კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით („ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“) პრესრელიზს აქვეყნებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოკვეთა რიგი ხარვეზები საქმის პირველ გამოძიებაში. პირველი – პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც განახორციელეს ოპერაცია, რა დროსაც განმცხადებლის შვილი დაიღუპა, თავადვე მიიღეს პირველადი საგამოძიებო ზომები; მეორე – თბილისის პროკურატურამ ვერ მოახერხა განმცხადებლისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, დაფიქსირდა პროცედურული სამართლის არარსებობა, რამაც მათ არ მისცა საშუალება, გაესაჩივრებინათ სასამართლოში პროკურატურის გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.


„საერთო ჯამში, თბილისის საქალაქო პროკურატურას აშკარად აკლდა საფუძვლიანობა, ობიექტურობა და სამართლიანობა, რაც გამოძიების განახლებამ აჩვენა“, – აღნიშნულია რელიზში.


მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ გამოიწვია პასუხისგებაში მიცემა, სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ უზრუნველყოფილ იქნა სარჩელის საკმარისი დაკმაყოფილება.


„პირველ რიგში, მკვლელობის შემდეგ ცხრა წელი დასჭირდა აღიარებას, რომ განმცხადებლის შვილი დამამძიმებელი გარემოებებით მოკლეს. მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდებოდა საგამოძიებო ორგანოების სრული უმოქმედობა, რომელიც აშკარად შეფასდა სამართლიანობის გაჭიანურებად, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების გაჭიანურება ხშირად მართლმსაჯულების უარყოფაა“, – აღნიშნულია პრესრელიზში.


გარდა ამისა, პრესრელიზის თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა განმცხადებელმა თავად იტვირთა გამოძიების სიმძიმე, მოწმეების დაკითხვა და სხვა მტკიცებულებების შეგროვება. არსებითი მტკიცებულებების მიუხედავად, რომელიც მიუთითებდა, რომ პოლიციის ოფიცრებმა უკანონოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, ხელისუფლებას სამი წელი დასჭირდა გამოძიებისა და საქმის სასამართლოში გადაცემისთვის.


სასამართლომ ასევე აღნიშნა, პირველმა განმცხადებელმა, რომელიც მოკლეს, საგამოძიებო როლის აღებით, რომელიც ჩვეულებრივ ხელისუფლების ვალდებულება იყო, საკუთარი თავი შურისძიების რისკის ქვეშ დააყენა.


რელიზში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტრაგიკული განვითარება გახდა კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობის, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ დანაშაულს იძიებდა, განსაკუთრებით იქ, სადაც პოლიციის კორუფცია შეინიშნებოდა.


სტრასბურგის სასამართლო მეორე გამოძიებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეორე განმცხადებელი დაზარალებულად არ იქნა აღიარებული. ამ ფაქტმა ძირი გამოუთხარა ადეკვატური კომპენსაციის ძიების და მიღების შესაძლებლობას ზიანისთვის, რომელიც მან და მისმა მეუღლემ მიიღეს.


საქართველოს სასამართლოს არასათანადო მოპყრობასა და ჰომიციდთან დაკავშირებით სასჯელის არჩევის პრეროგატივა ჰქონდა, თუმცა სასამართლო უნდა ჩარეულიყო იქ, სადაც დაინახა პროპორციის აშკარა ნაკლებობა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ქმედებებსა და სასჯელს შორის.


ამ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ორი პირის მიმართ 16-წლიანი საპატიმრო სასჯელი გამოიტანა. ეს კი, ნაკლებია ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე – 20 წელი ან სამუდამო პატიმრობა.


სასამართლოს ასევე უნდა სცოდნოდა, რომ დამნაშავეები ამნისტიის საშუალებით სასჯელის შემცირებით ისარგებლებდნენ, რაც ასეც მოხდა.


სასამართლო მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა პოლიციის სერიოზული გადაცდომა სათანადოდ დაესაჯა. როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი კონვენციის მეორე პუნქტის დარღვევაში არის დამნაშავე, მას ამნისტიის ან შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს.


ამასთან ერთად, ორ პოლიციელს, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ საჯარო სამსახურში მუშაობა არ აუკრძალა, რაც ნიშნავს, რომ 12-წლიანი პატიმრობის სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს სრულიად უადგილო იქნებოდა. ასეთი დანაშაულის შემდეგ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების უფლება საზოგადოებისთვის არასწორი სიგნალი იქნება.


სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ორი პოლიციელის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც განმცხადებლის შვილი და მისი მეგობარი მოკლეს და ამის განსახორციელებლად სამართალდამცავი უწყების მექანიზმი გამოიყენეს, დანაშაულის ადეკვატური არ არის.


პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ზ.ვ.-ის მკვლელობაში ხუთი პოლიციელის გასამართლების მიუხედავად, სამართალდამცავი სისტემა ამ საქმესთან მიმართებაში საკმარისად მკაცრი არ აღმოჩნდა. გამოძიებაში თავდაპირველი უმოქმედობისა და შეფერხებების, პროცედურაში განმცხადებლის არასაკმარისად ჩართვის, ასევე სასამართლოს მიერ დამნაშავეების წინააღმდეგ ადეკვატური სასჯელის გამოტანის უუნარობასთან ერთად, გამოძიებას არ ჰქონდა საკმარისი შემაკავებელი ეფექტი მომავალში მსგავსი კრიმინალური მოქმედებების პრევენციისთვის.


სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ განმცხადებლებმა შეინარჩუნეს მსხვერპლის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურული ნაწილის მეორე პუნქტის დარღვევას.


როგორც სასამართლო აღნიშნავს, ეროვნული სასამართლოების დასკვნებმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ბოროტი წინასწარგანზრახვით ზ.ვ.-ს მკვლელობა, მოპასუხე მხარეს, სახელმწიფოს შეერაცხებოდა, მაშასადამე, იყო კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.