არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

„საარჩევნო რეფორმა არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.


„საზოგადოებამ კარგად იცის, სად ვიყავით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, სად ვართ ახლა და როგორ მომავალს ვაშენებთ - ამის დასტური არის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, რომელსაც, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ  ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, ვინც მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს. 


ეს არის უფრო დაბალანსებული, უფრო საქმიანი პოლიტიკური სისტემა. ჩვენ ერთად მოვახერხეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სასამართლო რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.  ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა. მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება და მაღალი მხარდაჭერით, მას აუცილებლად დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმას ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი განათლების სფერო, რასაც ადასტურებს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის 25% ამ მიმართულებით მიიმართოს.


„ჩვენთვის  მნიშვნელოვანია მომავალი და ახალი თაობა, რომელმაც ახალი სიტყვა უნდა თქვას.  სტუდენტები დაბრუნდებიან ქვეყანაში კარგი განათლებით, ახალი იდეებით. ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით საჯარო სექტორს და პოლიტიკურ პროცესს, რომ ახალგაზრდებმა თვითონ მიიღონ ამაში მონაწილეობა. შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ როგორც მათ მონაწილეობას, საჯარო სექტორსა და პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაშიც, ბიზნესშიც შეიქმნას ახალი კლასი, ახალგაზრდებმა შეძლონ თავისი შრომით წარმატებების მიღწევა და კეთილდღეობის შექმნა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.

ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა.