განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული მრგვალი ბაღი გახსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად პროექტი, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული
რეკრეაციული სივრცე შეემატა.



„დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც სრულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს - ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე,
დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.
რაც შეეხება გამწვანებას, დაიგო 1000 მ 2 რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო
სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.



სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის
საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა. მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ
კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს. მრგვალი ბაღის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილეები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სხვა წევრები დაესწრნენ.




ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.