ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გუგუტიანთკარში არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან გამართა.

მხარეებმა გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე.


სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას.  


„განახლდა ის უკანონო მოქმედებები საოკუპაციო ძალის მხრიდან, რომელიც სწორედ 11 წლის წინ, აგვისტოს თვეში დაიწყო. გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის ეპიზოდებს ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისა და გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებისათვის  ძალიან ტრაგიკულ თარიღებზე, რაც ამ კონტექსტს კიდევ უფრო ამძიმებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს ზომა ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული და ადგილზე მაცხოვრებლებს ისედაც მძიმე პირობებს ძალიან ურთულებს.


„სახელმწიფოს თითოეულ შესაბამის სტრუქტურას, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ჩართული აქვს ყველა მექანიზმი, რათა საქართველოს ტერიტორიების ხელოვნური ბარიკადებით დაყოფის მორიგი უკანონო მცდელობა შევაკავოთ. ადგილზე გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატს  უკვე არაერთი კომუნიკაცია ჰქონდათ.


„ჩემი შეხვედრაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან,  რა თქმა უნდა, ამ თემას ეთმობოდა და იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ როგორც დღეს, ისე მომავალში, რათა ამ მოქმედებების შესაჩერებლად ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. ჩვენ მუდმივი რისკების პირობებში ვცხოვრობთ, რადგან ეს განგრძობადი ოკუპაციის საუბედურო თანმხლები პროცესია, რაც  წლების განმავლობაში მიმდინარეობს.  რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს  ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელთ არსებული ყველა  ინსტრუმენტი ამ რისკების ნიველირებისათვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და გამყოფი ხაზების გასწვრივ არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, განსაკუთრებით თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბარიკადების მშენებლობის პროცესი კვლავ განაახლეს.


ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

გერმანიაში პანკისის ხეობის წარმომადგენელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ამის შესახებ ინფორმაცია ხეობის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.