"ქართული ლუდის კომპანია" Check in Georgia-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია

სს "ქართული ლუდის კომპანია" Check in Georgia-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია.

თანამშრომლობის ფარგლებში "ბლექ სი არენა"-ს ტერიტორიაზე სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი ლუდის, გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება და ბავშვების გართობა
ერთდროულად შეუძლია.


თავის დროზე, სს ქართული ლუდის კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც "ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.


"ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სს ქართული ლუდის კომპანიისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ "ბლექ სი არენას", სადაც ხარისხიანი ივენთების ორგანიზება ხდება. "ბლექ სი არენას" ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი სტუმრობდა და ვარსკვლავთ ცვენა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორობა. მით უფრო, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მხარდაჭერით, მინიმუმ, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლასაც ვუწყობთ ხელს, რადგანაც ამა თუ იმ მნიშვნელოვანი კონცერტის დასასწრებად "ბლექ სი არენას"; უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სტუმრობენ", - აცხადებს სს ქართული ლუდის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.


შეგახსენებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიისა" და "ბლექ სი არენას" ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეკვეთილში უკვე გაიმართა Black Eyed Peas-ის, Jessie J-ს, Thirty Secodns To Mars-სა და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.


"ბლექ სი არენასთვის" ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, როგორც მუსიკალური მიმართულებით, ასევე ორგანიზების კუთხით. ამ კონტექსტში სს "ქართული ლუდის" კომპანიასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ბლექ სი არენას
სტუმრებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ. ძალიან გვიხარია, რომ ეს თანამშრომლობა უკვე ბევრ ღონისძიებას ითვლის და ვფიქრობთ ამ ტრადიციას მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ, - აცხადებს "ბლექ სი არენას" მარკეტინგის და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზი
ხუნწელია.


მაშ ასე, არსებული საკონცერტო კალენდრის მიხედვით, წლის ბოლომდე "ბლექ სი
არენაზე" დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:


23 აგვისტო - აიდა ( Arena Di Verona-ს დადგმა);


25 აგვისტო - ოპერა გალა;


1 სექტემბერი - ჩხიკვთა ქორწილი;


7 სექტემბერი - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა;


მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.