დღეიდან ბათუმში ე.წ. საზიარო ავტომობილების სერვისი ამოქმედდა

ბათუმი დღეიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ამოქმედდა, რომლითაც  სარგებლობა შეეძლება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. 

კომპანია „აიქარის“ ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასა და ბათუმის სტუმრებს ექნებათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობის დეტალებს, ბათუმში, ძველი ბულვარის შესასვლელში, შადრევნებთან გაიმართა. ქალაქში ელექტრომობილების საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მანქანები ბულვარის შესასვლელში განთავსდა.


როგორც კომპანია „აიქარში“ აცხადებენ, ეკოლოგიური პროექტების განვითარებით საქართველო დგება იმ ევროპული ქვეყნების გვერდზე, სადაც ზრუნავენ გარემოზე, უფრთხილდებიან ეკოლოგიას. ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ მწვანე ეკონომიკის განვითარებაა გამოცხადებული.


„ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ჩვენი ჯგუფის მიერ წამოწყებული პროექტების ერთ-ერთ ის მიმართულებაა, რომელიც პასუხობს დღევანდელი მსოფლიოს ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, მობილურობა, არჩევანის თავისუფლება – ეს არის სწორედ „აიქარის“ როგორც სერვისის იდეა. ჩვენი პროექტები უფრო დიდ წრეს ქმნის, ჩვენი კომპანია „აიენერჯი“ ზრუნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, თბილისში და ბათუმში უკვე განთავსდა რამდენიმე ათეული ელექტრო გასამართი მოწყობილობა. პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე ელექტროგასამართი სადგურების რაოდენობა 300 მიაღწევს. 2020 წელს მომხმარებელს შევთავაზებთ საქართველოში წარმოებულ პირველ ელექტრომობილს. ქუთაისის ქარხანაში წარმოებული ქართული ელექტრომობილები გავა ექსპორტზეც და ტვირთბრუნვაში დადებით დინამიკას შექმნის. ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიული გზით, მზის პანელებით ელექტროენერგიის მოპოვება, რითაც, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე“, – აცხადებს „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.


ბათუმი თბილისთან ერთად იმ ქალაქების რიცხვშია საიდანაც, ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, იწყებს მომავლის პროექტების განხორციელებას. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, „აიქარი“ შევა ქუთაისში, შემდეგ თელავში, რუსთავში და ეს სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარდება.
 


მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.