გიორგი გახარია : „ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო, რომ პირველ რიგში ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც სიღარიბეს და სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა, მან განაცხადა, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება.

„გონივრული ვადა სიღარიბის დაძლევის - ის, რაც ჩვენ პირდაპირ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში. თუმცა, აქვე უნდა ავიღოთ ის ვალდებულება, რომ ჩვენ თუ ამისთვის გვჭირდება რამდენიმე წელი, სოციალური დაცვის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო მიზნობრივი. ეს ვალდებულება არის სახელმწიფო პირდაპირი პოზიტიური ვალდებულება.


ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ის დიდი წვლილი, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში სახელმწიფომ უკვე გააკეთა, ალბათ რაღაც გარკვეული აუდიტი ჩასატარებელია, მისი ხარისხის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ნაწილში. თუმცა, რაც ეხება საერთოდ მმართველობის ეფექტურობას - საერთოდ ამ წლების განმავლობაში, ჩვენ იმდენი კარგი, შედეგიანი, მეტ-ნაკლებადაც ახალი ინიციატივა, პროგრამა და კიდევ ბევრი რამ შევთავაზეთ მოსახლეობას და ჩვენს მოქალაქეებს, რომ ალბათ, ეს საკმარისია. რამდენიმე წელი შეიძლება აუცილებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამის იმპლემენტაციას და შესრულებას დავუთმოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მთავრობა იქნება ორიენტირებული სწორედ ამაზე.


ეფექტიანობა - ეს იქნება უმნიშვნელოვანესი და პირველი კრიტერიუმი და რა თქმა უნდა, დისციპლინა. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური ბიუროკრატიის გარეშე ჩვენ ვერანაირ რეფორმას ვერ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ეს რეფორმა გონივრულ ვადაში შეგრძნებადი გახდეს ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქისთვის, ქალაქში, სოფელში, სადმე - არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებს იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ელემენტარული, საბაზისო - გზა, წყალი და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, ერთი რამ უნდა ვთქვათ კიდევ, რომ კონცეპტუალურად სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, მაინც მიდის დასაქმებამდე, სამუშაო ადგილებამდე.


ახლა ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, სიღარიბის დონე ცოტა იწევს, სამუშაო ადგილები - მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. ტემპები უფრო მეტი გვჭირდება, მაგრამ არის რაღაც ფორმულების დონეზე, კონცეფციაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს კონცეფცია არის მარტივი - ქვეყანას სჭირდება როგორც პოლიტიკური, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ბიზნესგარემო სჭირდება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რომ პირველ რიგში ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელსაც შეეძლოს პროგნოზის გაკეთება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა მან შექმნას საკმარისი ამ ქვეყნისთვის სამუშაო ადგილები. გაძლიერებულ ბიზნესს ჩვენ, სახელმწიფომ, უნდა ველაპარაკოთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.


სანამ ამ ყველაფერს ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოს ტვირთი და ჩვენ ამის ტარება მოგვიწევს. ეს არის ის წრე, რომელიც გეთანხმებით, რომ ერთ წელიწადში ვერ გავივლით, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად უნდა დავანებოთ თავი ახალ პროგრამებს, ინიციატივებს და კიდევ ბევრ რამეს. უნდა ავიღოთ, გავაკეთოთ აუდიტი, ის რაც უკვე პროგრამისა და ინიციატივის დონეზე გვაქვს გაკეთებული და ეს ყველაფერი უნდა გავიყვანოთ ბოლოში შედეგის სახით.


ამის შემდგომ ვაგრძნობინოთ ამომრჩეველსაც, ჩვენსასაც და ჩვენი ოპონენტებისაც, რომ მხოლოდ დაპირება, ლაპარაკი, ინიციატივა - არა. კონკრეტული შედეგი, საქმეც, მაგრამ უკვე კონკრეტული შედეგი. ის შედეგები, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს პირველ რიგში უნდა იყოს ხელჩასაჭიდი და მგრძნობიარე მათთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამუშაო ადგილები - ეს არის ერთადერთი გზა სიღარიბის დაძლევის, ძლიერი ბიზნესი, რომელმაც ეს სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, შემდგომ ბიზნესის ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობა, მანამდე სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. ეს არის ფორმულა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ფორმულაა, რომელიც მისაღებია ყველა ჩვენგანისთვის.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.