ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ RIA - ს ჩატარება აუცილებელია.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების განხილვებში აქტიურად ვართ ჩართულები. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს.“ - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებს და ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას.


როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.


„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში ასახული რეგულაციები ისეთ საკითხებზეც ვრცელდება, რომლებზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის შეთანხმება საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით რეგულირების მექანიზმებს. ჩვენ ვთვლით, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ღIA). ცვლილებების დაინიცირებამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკურ საქმიანობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.


ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი - 17 შენიშვნა - წინადადება აქვს, რომლის მიხედვითაც კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა.


„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება.


კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება",- აღნიშნავს ირაკლი ლექინაძე.










 


ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს. 

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" უნდა გაიხსნას, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი კვლავ გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

 
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

 
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელია. ორდღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ცენზორ ნეტი" ავრცელებს.

გიორგი შარვაშიძემ „თსუ“-ს დუდუ დადიანის თასის მოპოვება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.