გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სანქციებზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ოფიციალურ ჩეკისტს, ოფიციალურ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოზრდილ საბჭოთა დამსმენს, გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირეს:


“ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელი დღე. ეს არის ხალხი, რომლებმაც რეზოლუციას მოაწერეს ხელი მისი ლიდერის თამადობით, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აგრესიის შედეგი იყო უგუნური ქმედება სახელმწიფოსი, საქართველოსი, რომლის სათავეში ბოკერია იდგა და იდეოლოგი იყო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, რომელიც სჭირდება რუსეთს. მე ვიყავი სახელწმიფო მინისტრი, ძალიან კარგად მახსოვს ბოკერია, სააკაშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი. სხვათა შორის, ეს მერაბიშვილის ადვოკატი იყო. აი ეს საქართველოს დიდი მოყვარული კაცი რომ არის, რუსულ ოკუპაციას რომ ებრძვის ჩახდილი შარვლებით სასაზღვრო ზოლზე, ესენი არიან. ამათმა მიიყვანეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც იყო. ამათმა ავანტიურამ, აბსოლუტურად უგუნურმა ქმედებამ, ამათმა სამშობლოს არ-სიყვარულმა და არ-შეხედვამ, რომ ეს სამშობლო შენი სამშობლოა. ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ - არც იმაზე მეტს და არც იმაზე ნაკლებს. შეხედეთ მათ გამონათქვამებს, მათ რეზოლუციებს, მათ დამოკიდებულებებს იმ საფრთხისადმი, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის, რომლისთვისაც გაათმაგებულ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ბოკერიას იდეოლოგიით არის შემოყვანილი რუსეთის ჯარი, 25 კილომეტრში დგას თბილისიდან, მათი ქმედების შედეგად არიან. სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების შედეგად, და მე მონაწილე ვიყავი ამ მოლაპარაკებების, როგორც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების, ეს ჯარი გაყვანილი იყო და ბოკერიამ, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ჯარი უკან შემოიყვანეს და აქ დაგვიყენეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


როგორც რეჟისორი აღნიშნავს, უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ, პირდაპირ იმუშავა, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე, მუქარაზე და რომ დადგება დრო - ეს მთავრობა არა, სხვა მთავრობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს:


„მოიყვანე ბატონი ბოკერია და დამიჯდეს აქ, ყველაფერს დავულაგებ პუნქტებად - რა აქვთ ჩადენილი და როდის აქვთ ჩადენილი, რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, სად იყო ავანტიურიზმი. გიგი უგულავა - ეს ხაზინის ქურდი, 2008 წელს ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა, სამხედრო ლოჯისტიკას. მე ფაქტები მაქვს ხელში. მე ეს ვითარება შიგნიდან ვიცი. ძალიან კარგად იციან გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, ძალიან კარგად იციან, რომ ის არის საბჭოთა უშიშროებაში გაზრდილი კაცი და საბჭოთა ინტერესების გამტარებელი, 25 თებერვალს საკუთარ ცოლს კრემლში საცეკვაოდ რომ გაუშვებ, 25 თებერვალს და ახლა გაიხსენა 1921 წელი, 1801 წელი. რაც მათ ჩაიდინეს, ზუსტად იგივე მოხდა მაშინ. ბოკერიას ვეკითხები, უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო და თემურ ალასანია, დღევანდელ დღესაც რუსეთის დაზვერვის ოფიცერი რომ არის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა რომ ეჯდა უშიშროების საბჭოს სხდომებზე, გადაწყვეტილებას როცა ღებულობდნენ, რომ ღამის 4 საათზე ცხინვალისთვის ცეცხლი გაეხსნათ, რამაც განაპირობა აგრესია, რამაც განაპირობა ინტერვენცია და უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ პირდაპირ იმუშავა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე და მუქარაზე. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ძალის ერთადერთი მიზანია, ყველანაირად გაითეთრონ თავი და ეს არ მოხდება. ქართულ საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც ის, რომ ბოკერია რასაც ლაპარაკობს, მაგას ბევრი უსმენდეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 


 


ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს. 

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" უნდა გაიხსნას, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი კვლავ გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

 
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

 
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელია. ორდღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ცენზორ ნეტი" ავრცელებს.

გიორგი შარვაშიძემ „თსუ“-ს დუდუ დადიანის თასის მოპოვება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.