ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა და აფხაზური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, აგრეთვე ლექსები აფხაზურ ენაზე. სახელმწიფო მინისტრმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.


„ძალიან გამორჩეული სკოლაა, პატარებს ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ისინი დევნილთა ოჯახებიდან არიან. იმ ადამიანების ჯახებიდან, რომლებიც უკვე 25 წელზე მეტია გადაუჭრელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველ დღე განიცდიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვილებს ძალიან კარგ განათლებას აძლევენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავძლიოთ ბარიკადები, რომლებიც დღეს ამ ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში ხელს უშლის და ძალიან ბევრ ოჯახს ყოფს.


„ამ სკოლაში ასწავლიან აფხაზურ ენას და მოსწავლეები მას ძალიან კარგად ფლობენ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზური კონსტიტუციით დაცული ენა გახლავთ. იგი არის ძალიან სერიოზული შემადგენელი ნაწილი აფხაზური იდენტობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ მას დღეს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მის დასაცავად, გადასარჩენად და განსავითარებლად განსაკუთრებული ზომებია საჭირო“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


მან სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებსაც, რომელთაც, სასწავლო პროცესში მონაწილეობა ძალიან მძიმე პირობებში უწევთ. განსაკუთრებით გალსა და ახალგორში, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლა, ფაქტობრივად, სრულად იკრძალება.


„ასევე, ვულოცავ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც მავთულხლართებს ყოველ დღე უპირისპირდებიან და მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებულები არიან. მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა - დღეს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მომავალში საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების შესაძლებლობას მოგვცემს და იმგვარ საფრთხეებს აგვაცილებს, რასაც დღეს ვუპირისპირდებით. ეს არის კარგი განათლება და ამ განათლებით თითოეული მათგანის წარმატება და ამ ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე.


ავარია დადიანის ქუჩაზე - დაღუპულია 2 ადამიანი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მარიამ ჯაში: კომიტეტი კულტურის ბიუჯეტის, სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდას ითხოვს

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია".

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია განახლდა. 

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ: არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი

„არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე: 300 ლარი მაღალი თანხა არ არის, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია

ფინანსთა მინისტრი იავანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას არ ეთანხმება.

ირაკლი შიოლაშვილი: დღეს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის.

ივანე მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

"უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ.

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს

"საპენსიო ინდექსაციისას სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკება გვქონდა. ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შოთა გულბანი: გუშინ ცრუ მიშამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა

„მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს, ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია“,- ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიიდან უმსხვილეს ტუროპერატორებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის, BOG Fintech-ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგინა.

თბილისის რამდენიმე უბანს 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზე.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტიანობაზეა ორიენტირებული

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

პეკინის გამზირზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული, ამ დროსითვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლარი 0.5 თეთრით გამყარდა

13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9618 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.5 თეთრი შეადგინა.