სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID-ის მიერ (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის დაწყებას მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგია დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალიან მძიმეა, როცა ოჯახები იძულებულები ხდებიან საზღვარგარეთ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.

,,ცენტრის მშენებლობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე უკვე დაწყებულია. ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, კარდიოლოგიის მიმართულებით უკვე მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა. ცენტრი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სწორედ მისი უნიკალურობის გამო შეირჩა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი დახმარებისათვის. და პროექტის პარტნიორებს ორგანიზაციებს: Global Healing-ს და St. Jude Children’s Research Hospital-ს.

,,დღეს საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროექტი არ იქნება კომერციული ხასიათის, ეს არამომგებიანი პროექტია და ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, დონორებისა და კერძო ბიზნესის მობილიზება და სადაზღვევო კომპანიებთან უფრო მოქნილი თანამშრომლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, როცა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსების პროექტს საქართველოს პრეზიდენტი უწევს პატრონაჟს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის, ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია.

,,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ზრუნავდეს მათზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მორალური მხარდაჭერის გარდა, პროექტს მისი სახელობის კერძო ფონდში სპონსორებიდან მოზიდული თანხებითაც დაეხმარება.

,,ეს ფონდი, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში გაიმართება, იქნება ერთგვარი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩემო კონტაქტებით მოვიზიდოთ კერძო სპონსორები და დაფინანსება ამ მიმართულებით. ეს პროექტი იქნება პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ამ ფონდისათვის.

ჩემი ვიზიტების დროს ყოველთვის წამოვწევ ამ საკითხს და ყველა კონტაქტებს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ამ ცენტრისთვის და ამ პროექტისთვის, არა მხოლოდ ფინანსური დახმარება.

მომავალ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრები მექნება ამერიკულ ფონდებთან, რომ ვნახოთ საიდან შეიძლება იყოს მოზიდული დამატებითი სახსრები, ასევე ინსტიტუციური დახმარება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა


ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს. 

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" უნდა გაიხსნას, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი კვლავ გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

 
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

 
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელია. ორდღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ცენზორ ნეტი" ავრცელებს.

გიორგი შარვაშიძემ „თსუ“-ს დუდუ დადიანის თასის მოპოვება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.