FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი და  სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნული ატაშე, ჯორჯ დეჰუ დაესწრო.


FAO-ს ექსპერტმა, ალან პინედამ სიმინდის წარმოებაში სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა და მონაწილეებს სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიწის დამუშავების ისეთი მეთოდები აჩვენა, რომლებიც  პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სიმინდის, ტკბილი სიმინდისა და ბადრიჯნის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლებიც საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და კლიმატგონივრული სოფლი მეურნეობის მეთოდების გათვალისწინებით FAO-ს ექსპერტებმა მასპინძელ ფერმერებთან ერთად მოაწყვეს. FAO-ს ექსპერტებმა და ფერმერებმა სტუმრებს ნაკვეთების მოწყობისას მიღებული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. საუბარი შეეხო მიწის დამუშავების, ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამებს.


კალიფორნიიდან მოწვეულმა აგრონომმა, კარლ ბანონმა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის (IPM) იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მავნებლებთან საბრძოლველად იყენებენ. მსჯელობა შეეხო იმ მავნებელს, რომელიც უკანასკნელ ხანებში, კახეთში სიმინდის ნარგავებს გაუჩნდა. ბანონმა, მათთან საბრძოლველად მწერების საჭერი ხაფანგებიც წარმოადგინა.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი საველე ვიზიტისას მოწმე გავხდი საკმაოდ შთამბეჭდავი და პრაქტიკული შედეგებისა, რომლებსაც FAO-მ და ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიაღწიეს. ეს თანამშრომლობა უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს და ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად ხდება ქართველი ფერმერებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზისა და ცოდნის გაზიარება. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას, რათა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ჯორჯ დეჰუმ.


ფერმერთა საველე დღეები, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ტარდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.


ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი  179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს).  ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge


 


ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.