ნიკო ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება“, - განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცენდენტი - ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი აზრით, ეს ისტორიული მოვლენა:

„პირველივე დღიდან ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ იმას, რომ სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებაო. ჩვენ მრავალგზის ვცადეთ  აგვეხსნა მათვის, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება ძალზე კომპლექსური საქმეა და  მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება ესაჭიროება. თუმცა ამაოდ, ტყუილად არ არის ნათქვამი - შეუძლებელია გააღვიძო ის ვისაც არ სძინავს.

მინდა, მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი პროექტის შესახებ, აგიღწეროთ ის გარკვეულ დეტალებში და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამასობაში დაგროვდა. მაგრამ სანამ დავიწყებ, მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცენდენტი - ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით ეს ისტორიული მოვლენაა.

ფონდი ქართუ უდავოდ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორიით. 1995 წლიდან როდესაც ფონდი დაფუძნდა, მას განხორციელებული აქვს უამრავი საქველმოქმედო პროექტი, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 3 მილიარდ დოლარს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის მეგაპროექტი უმსხვილესია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება:

„ფონდი “ქართუს“ ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება. ეს უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირებაა განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესღეობით ფონდ „ქართუს“ მიერ წარმოებული მშენებლობა, ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანია საქართველოში, რაც კი ახლა არსებობს და მინდა, გარკვეული ციფრებით გავამყარო ჩემი ეს ნათქვამი.   ფონდის მიერ წამოწყებული პროექტი ვითარდება ქუთაისის მახლობლად, სამშენებლო მოედნის ფართობი 153 ჰექტარია, საიდანაც 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივს, რომელიც სრულად იქნება შენარჩუნებული ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიერ. ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის, ამის პირობას ახლავე ვდებთ“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ჩხეტიანის თქმით, ნულიდან იქმნება კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო-საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს:

„ამჟამად მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ პირველ ფაზაში, 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობების აგება. ამაში შედის 3 სასწავლო კორპუსი, 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო, და ეს მხოლოდ პირველ ფაზაში. მეორე ეტაპიდან ამას დაემატება, კიდევ დამატებით 2 სასწავლო კორპუსი, ადრონული ამაჩქარებლის  ცენტრი, რომელსაც მოყვება ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო კლინიკა.

პარალელურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას, რომ სპორტის სხვადასხვა დარგებში გააჩნდეს თავისი გუნდები.

იქმნება ნულიდან კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო-საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს. ყველაფერი შენდება გერმანული სტანდარტით და ჩვენ ბოლომდე ვხელმძღვანელობთ ჩვენი პარტნიორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რჩევა-რეკომენდაციით.

ერთ-ერთი  უნიკალურობა რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც, საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ის ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

როგორც „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელი იქნება და ამ მასშტაბისა პროექტი რეგიონსა და მოსახლეობას შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს:

„ჩვენ უნივერსიტეტს ექნება ძალზედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.  სულ რაღაც 8 კმ-ში მდებარეობს  ქუთაისის ისტორიული ცენტრი, 1 კმ-ში არის რკინიგზის სადგური,  კამპუსიდან 2 კილომეტრში გადის ცენტრალური ავტომაგისტრალი, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც უამრავი რეისი ხორციელდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, განლაგებულია 25 კილომეტრში. ვფიქრობ, ამ მასშტაბისა და მოცულობის პროექტი ახალ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს და მოსახლეობას შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლების საკითხს:  

„ცალკე მინდა შევეხო სტუდენტური საცხოვრებლების საკითხს. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენ გადავუხვიეთ ჩვენი  კოლეგების რჩევისაგან და გადავწყვიტეთ უმაღლეს დონეზე აგვეყვანა ჩვენი სტუდენტების კომფორტი. ჩვენი გადაწყვეტილებით, თითოეულ სტუდენტს, ვინც იცხოვრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ექნება საკუთარი ინდივიდუალური ბინა საკუთარი სამზარეულოთი და სან-კვანძით. აღნიშნული არ აქვს ძალიან ბევრი მსოფლიო უნივერსიტეტს და წამოადგენს ამ დარგში ჩვენს სავიზიტო ბარათს.

ხშირად გვისმევენ კითხვას - როდის მორჩებით? ეს კითხვა იმთავითვე მცდარია. უნივერსიტეტის განვითარება არასდროს არ უნდა „რჩებოდეს“, არ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენი პარტნიორი  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 150 წლის წინ დაარსდა და ის დღესაც ვითარდება, ასეა უამრავ მსოფლო უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის - ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ვაშენებთ, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ სტუდენტების პირველ ნაკადს და ამის შემდეგაც ფონდი „ქართუ“ გააგრძელებს ამ პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ბოლოს,  „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინს საუნივერსიტეტო კომპლექსის აშენებაში წვლილი შეიტანა და მონაწილეობა მიიღო:

„ბუნებრივია, ამ მოცულობის  პროექტის განხორციელება შეუძლებელია ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობის გარეშე. მინდა, გამოვიყენო საშუალება და მადლობა გადავუხადო ყველას, მათ. ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანამშრომლებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ექსპერტებს, არქიტექტორებს, საპროექტო ჯგუფს და რა თქმა უნდა, ჩვენს მშენებლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავი შრომით, ახორციელებენ ამ პროექტს და შესაძლებელს გახდიან იმას, რომ უახლოეს მომავალში იდეა რომელიც გაჩნდა წლების წინ განხორციელდეს და საქართველოში დაფუძნდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე უნივერსიტეტი ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს არამატერიაულურ კომპონენტს, ვგულისხმობ ჩვენი უნივერისტეტის პროგრამებს, რომელიც შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, დღეს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ახალი საგანმანათლებლო სივრცის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა . ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.

საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

უანგ ლეი: საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

დავით საგანელიძე: საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნიტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. 

გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე

დეპუტატი გოგა გულორდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენას გამოეხმაურა.

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე "მუქარის წერილზე": საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ "საქართველოს მხრდამჭერ აქტს" განიხილავს.

ლარი 0.09 თეთრით გაუფასურდა

22 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.

გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

"კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას",- ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

"აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი: მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფაქტში არაფერია გასაკვირი

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.