გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39 ახალ პროექტს იწყებს

"განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიუხედავად, კომპანიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის მასშტაბით წყლისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ.

„ამ დროისთვის, კომპანიის ოპერირების არეალში წყალარინების სისტემით უზრუნველყოფილია დაახლოებით 60%-70%. დაფარვის არეალში წყალარინების სისტემის 80% საჭიროებს რეაბილიტაციას. კომპანიამ შეიძინა ქსელების სარეაბილიტაციო გასაწმენდი ავტომობილი (კროლი), რომლის სიმძლავრის ანალოგიც საქართველოში არ მოიპოვება.


სპეცტექნიკა კომპანიის ბალანსზე არსებული გაბიდნული წყალარინების ქსელების გაწმენდას უზრუნველყოფს, რომელიც ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადებს, ხოლო ქსელები, რომელიც არ ექვემდებარება სპეცტექნიკით ექსპლუატაციაში დაბრუნებას, საჭიროებს სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოებს”, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.


ეკატერინე გალდავამ წყალარინების კუთხით რეგიონებში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, სრულიად ახალი, გამართული საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.


„ამბროლაურის წყალარინების ქსელის მშენებლობას ვგეგმავთ, ფოთში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე ვგეგმავთ აბაშაში ახალი ქსელი გაკეთდეს საცხოვრებელი კორპუსებისთვის. მარტვილში, როგორც წყალარინების ქსელის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა არის დაგეგმილია, გარდა ამისა გაკეთდება დაბა ჯვარის კანალიზაციის კოლექტორი და გამწმენდი ნაგებობა, მესტიაში კი წყალარინების გამწმენდი. გორსა და ხაშურში მოეწყობა როგორც წყალარინების ქსელი, ასევე გამწმენდი ნაგებობები.


საკმაოდ მოცულობით სამუშაოები ჩატარდება იმერეთის რეგიონში, კერძოდ - ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ჭიათურაში, სადაც გაკეთდება როგორც წყალარინების ქსელები, ასევე აშენდება ახალი გამწმენდი ნაგებობები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ მოვიცავთ დუშეთსა და დაბა ყაზბეგს. ასევე, კახეთში, ყვარელში ვგეგმავთ სრულიად ახალი ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას. გურიის რეგიონს რაც შეეხება, ჩოხატაურში მოეწყობა ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი გვაქვს ბაკურიანის წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა“, -განაცხადა ეკატერინე გალდავამ.


წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით სულ 39 ახალი პროექტი დაიწყება. 2020 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, დამატებით 70 ათას აბონენტს 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.


უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15-21 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მხატვარ-დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.

ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა“.

ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი „აქსის თაუერსში“

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - „აქსის თაუერსში“, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

თბილისში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 გოგო მოიწამლა 

გლდანში "ბეთლაივის" ერთ-ერთი კაზინოდან, სავარუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის გამო 5 გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა.

 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” განხილვა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

"მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის "რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში".