10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.


"დღეს ჩვენ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მეტყევეებს,  იმ რთული და ხშირ შეთხვევაში რისკის შემცველი საქმიანობისთვის,  რომელსაც ისინი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ტყე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.  სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი.  რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც  საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


"სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეებს მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გადაუხადა. „ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება - ეს არის ჩვენი დავალება, ჩვენი მიზანი, რომელსაც ყველა ერთად მივაღწევთ",- განაცხადა იური ნოზაძემ.


შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმაც მიმართა.


დამსახურებულ  მეტყევეებთან ერთად, მუდმივი პარტნიორობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გუნდის ხელმძღვანელს, ბენედიქტ იბელეს და პროგრამის ხელმძღვანელს, ჰანს-იახიმ ლიპოს, ასევე, პროგრამის ხელმძღვანელის მრჩევლებს, გია კოლბინსა და მაკა კაციტაძეს - სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.


„მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი თანამშრომლებიც, ის მეტყეევეები, ტყის მცველები და რეინჯერები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ სულ რაღაც ახლო წარსულში. იმედის ვიტოვებ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნება და მჯერა, რომ მეტყევის პროფესია და საქმიანობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებული გახდება.  მე მჯერა ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ",- განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით,  წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია - 2019“ -ის მფლობელი  სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის   3  სტუდენტი გახდა.


ღონისძიებას კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმებულები არიან ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა მადლობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს - მსახიობებს, სპორტსმენებსა და ჟურნალისტებს გადაუხადა, სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში აქტიური ჩართულობისთვის.


უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15-21 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მხატვარ-დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.

ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა“.

ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი „აქსის თაუერსში“

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - „აქსის თაუერსში“, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

თბილისში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 გოგო მოიწამლა 

გლდანში "ბეთლაივის" ერთ-ერთი კაზინოდან, სავარუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის გამო 5 გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა.

 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” განხილვა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

"მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის "რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში".