მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრეს-ტური ტურიზმის ადმინისტრაციისა და  ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.


ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.


უწყების ინფორმაციით, პრეს-ტურში  ლუქსემბურგისა და ბელგიის  ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის "Marie Claire", "Plus Magazine" Tageblatt და  "Luxemburger Wort" -ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.   ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.


ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.   მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით.


"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს.  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ  ისეთი გამოცემის, როგორიცაა  Marie Claire-ის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ  სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ",-განაცხადა ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მაქსიმალურად ფრთხილი, მოზომილი, გონივრული და კარგად გააზრებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი: საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატო-სთან თავსებადები ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "SWOT ანალიზი" სტუმრობისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიება და საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის მეორე ფორუმი ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე: 9-წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“.

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე: პროპორციული სისტემა არის ფენომენი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული პარლამენტარიზმის და პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე არჩვნების პროპორციულ სისტემას ფენომენს უწოდებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა და პარლამენტარიზმის განვითარებას უწყობს ხელს. 

გიორგი კახიანი: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება სწორი იყო

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ უკვე მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური რეალობა, თუ დღეს არსებული ვითარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება“.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უმრავლესობის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

12 ნოემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დროის ამოწურვის გამო, დეპუტატებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა ვერ დაასრულეს.

გიორგი ვოლსკი: გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება არის მიღებული - ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს. 

ალექსანდრე ქანთარია: ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ

პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ საკუთარ კოლეგებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა. 

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია"-ს აქცია მიმდინარეობს

პარლამენთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები პარლამენტარებს მოუწოდებენ არ ჩააგდონ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას ითვალისწინებს.

მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.

2019 წელს საქართველოში აივ ინფექციის 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჯამში 8004 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, რომელთაგან 570 შემთხვევა წელს დაფიქსირდა.

ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“.

ზვიად ძიძიგური: ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დამაზიანებელია ეკლესიისთვის

„ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მათთვის მსუყე თემაა მეუფე იაკობის განცხადებები და ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც თავისთავად არის არა მარტო მცდარი, არამედ დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მთლიანად ჩვენი 

ზვიად ძიძიგური: პეტრე ცაავას რეციდივი ეს არ იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ

"პეტრე ცაავას რეციდივი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე ამის არ მჯერა. პეტრე ცაავას ჰყავდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამოაზრეები"

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას: ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას კითხვით მიმართა.