"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმაძემ და დავით დვალმა "ტვ პირველი" ეთერში, არხთან დაკავშრებით მათ შელახულ უფლებებზე ისაუბრეს.


ჯარჯი აქიმაძის განცხადებით, ისინი წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ.


"ჩვენს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს უმაღლესი სახელმწიფო რანგის მოღვაწეებმა, ყველა ფიგურანტი რომელიც გამოიკითხა, დაწყებული ხალვაშიდან დამთავრებული დიმიტრი ქიტოშვილამდე, ყველა ყვება ერთ ამბავს, როგორ დაიგეგმა განხორციელდა და შესრულდა ყველაფერი, პროკურატურა კი ამ საქმეს არ გვაძლევს ეს ყველაფერი თუ გასაჯაროვდა თეთრი შავზე იქნება, არავის არ გაუჭირდება თქვას რა მოხდა მაშინ და ამოავსოს ის თეთრი ლაქა. წლებია გულში გვაქვს ხინჯად ტელეკომპანიის დათმობა, დავითს ვეუბნებოდი, რომ თუ ახლა არ ვცადეთ მთელი ცხოვრება უნდა ვინანოთ რომ იყო შანსი და არ გამოვიყენეთ. ჩვენი უფლებები შეილახა ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში. ეს იცის ყველამ,"- განაცხადა ჯარჯი აქიმაძემ.


თავის მხრივ დავთ დვალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის მთავარ საფუძველად სამართლიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ სამართლიანი სახელმწიფოს აშენება უსამართლობას ვერ დაეფუძნება.


"2012 წლიდან დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა, იმ წამიდან როდესაც შესაძლებელი გახდა დაგვეწყო განხილვა და ბრძოლა "რუსთავი 2" - ისთვის, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და არ წავედით სამოქალაქო დავის გზით. ამ საქმეს ვინც მოკიდებს ხელს ნახავს, რა პირობებში, რა წნეხით, მოხდა ტელევიზიის დათმობა. გაკოტრების რეჟიმში შეყვანილი ტელევიზიის კედელთ მიყენებით მოხდა ყველაფერი და რეალური მუქარით. ჩვენ საკუთარ სახლებსაც გვმართმევდნენ და იყო ასეთი ტერემინიც, რომ ტრუსიკის ამარა დაგვტოვებდნენ. ის რომ ქიბარ ხალვაშს გადაეცა ტელევიზია ეს არ არის სამართლიანობა, მას ფსევდო სამართლიანობა ჰქვია. სამართლიანობა აღდგენა მხოლოდ მაშინ, როდესაც არხი მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება", - აცხდებს დავით დვალი.


18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.


ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 

ირმა ინაშვილი: ჩვენი შეკრებით ხვალ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას გავაპროტესტებთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მრავალაათასიანი აქცია დაანონსა.

დავით უსუფაშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე: კონსტიტუციასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის

„ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია.

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს. 

აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო

„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

აკაკი ზოიძე: პაუზა უნდა ავიღო და დავფიქრდე

„რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა

„საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა „ჰოლონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გია აბაშიძე: არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული, უბრალოდ, ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას

ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას.

აშშ-ის საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ლადო კახაძე: მოგიწოდებთ, საჯაროდ ქმედითი რეაგირება მოყვეს პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე საჯარო მიმართვას ავრცელებს სადაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რეაგირება მოყვეს საქართველოს მოქალაქის, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას.

რომან კაკულია: ბევრი გაკვეთილი გავიარეთ ამ ბოლო ხანს და იმედი მაქვს გავითვალისწინებთ

"პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ყველა ადამიანს, მთავარია ყველამ დაიცვას კონსტიტუცია, არ დაირღვეს წესრიგი", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები რადიკალური ნაბიჯების გადადგმას თუ გააგრძელებენ, კიდევ უფრო მეტს წააგებენ არჩევნებისთვის

 „ოფისთან შეკრებილი იყო 2-3 ათეული ადამიანი  და ისეთი შტაბეჭდილება შეგექმნებოდა თითქოს ის რაღაც უბედურება ხდებოდა“, -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  

კობახიძე: არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.

ირაკლი კობახიძე: ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი  კონსტიტუციასთან  არათავსებადია.

ქარელში 11 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქარელის მუნუციპალიტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

გია ვოლსკი: "ქართულ ოცნებას“ საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია

„ჩვენს პარტიას საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია“, -ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას თუ როგორ გააგრძელებს საპარლამენტო ცხოვრებას მმართველი გუნდი.

ვოლსკი: ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია

"ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ვოლსკი: უპირატესობა, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნია არ არის განპირობებული იმით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს 

"უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“,-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საპატრულო პოლიციის უფროსი: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კანონი და წესრიგი დაარღვიოს

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.