"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მე არ ვაპირებდი ოპონენტების გამოსვლებზე რეაგირებას. იცით თქვენ, რომ ეს არ არის ჩემი ბუნება და არ გამოვირჩევი ძალიან მძაფრი რეაგირებით, მაგრამ ის რაც დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ ეს მართლაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი პირველ რიგში მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - ამის შესახებ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი გამოსვლისას განაცხადა და ოპონენტების კრიტიკის უპასუხა.


"მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენთაგანთან ერთად, მაგრამ არასდროს არ წავსულვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასდროს არ ვკადრულობდი იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან.


ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმედ საყურებლად შეაფასა ჩემი გამოსვლა. ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს. ძალიან მძიმე იყო. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ერთად ვიყავით დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს მათ შორის იმ კოლეგებს, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ საქმიანობა.


აქ საუბარი იყო სირცხვილზე. სირცხვილი არის ძალიან ბევრი რამ და მათი მხრიდან სირცხვილზე საუბარი ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არასდროს არ შევეგუები და არ მივიღებ ამას.


სირცხვილი არის ის, თუ რა მდგომარეობაშიც მიიყვანეს მათ ქვეყანა და რა მდგომარეობაში გადმოვიბარეთ ის 2012 წელს.


ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია - ეს არის სირცხვილი. ბორდერიზაცია, რომელიც შედეგია იმ ოკუპაციის - აი ეს არის სირცხვილი. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის იძულებით გადაადგილება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილებად ყოფნა - აი ეს არის სირცხვილი. ათასობით ქართველის გამოძევება რუსეთის ტერიტორიიდან - აი ეს არის სირცხვილი. ეს არის შედეგი მათი მმართველობის. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან - აი ეს არის სირცხვილი" - განაცხადა მინისტრმა.


დასკვნით სიტყვაში მინისტრმა ოპონენტებს კონკრეტული სტატისტიკა დაუპირისპირა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით და ისაუბრა იმ რეზოლუციებზე, განცხადებებსა და მხარდამჭერ აქტებზე, რომელიც 2012 წლის შემდგომ იქნა მიღებული.


"სირცხვილია ის, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ, აპატიმრებდნენ სატელიტურ ანტენებს, ადამიანებს საკუთრების უფლება ჰქონდათ წართმეული, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების განდევნა, ამ პროცესს ეს ჩვენი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ, მაშინ როცა ისინი ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.
სირცხვილია, ის, რომ საქართველო საერთოდ გამქრალი იყო 2008 წლის შემდეგ. გაიხსენეთ, რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში მხედველობაში არ მაქვს კონფლიქტის დაცხრომასთან დაკავშირებული მედიაცია, რომელსაც პრეზიდენტი სარკოზი და მასში ჩართული ქვეყნის ლიდერები აწარმოებდნენ. რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008-2012 წლებში? არცერთი!
შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას, როგორი ინტენსიური ვიზიტები გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აი, ეს არის სირცხვილი და პასუხი მათ ქმედებებზე. სირცხვილია, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ვაჭრობა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზების მიღების კუთხით. მე მინდა, რომ ამ ყველაფერზე ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო და ნათელი შეფასება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. სირცხვილია, როდესაც MAP-ის არ მიღებას ისე აფასებდნენ, რომ MAP-ზე უფრო მეტი მივიღეთ. სირცხვილია ის მაღალი მოლოდინები, რომელსაც უქმნიდნენ ვიზალიბერალიზაციასთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და პარალელურად სინგაპურის მოდელზე საუბრობდნენ",- განაცხადა მინისტრმა.


ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტთან ერთად გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის.


"ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება, მინიმიზაცია იმ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს წინაშეა, რათა ვუზრუნველყოთ საქართველოში სტაბილურობა, სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება, არც კეთილდღეობა. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის ასახული ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, პარლამენტის რეზოლუციაში, რაც არის პირველ რიგში მიმართული ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ, რაც არის დადასტურებული საქართველოს მთავრობის პროგრამაში, არის შეუქცევადი და ამ მიმართულებით ჩვენი ნაბიჯები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები როგორც აქამდე, ისე მომავალშიც იქნება თანმიმდევრული და სრულ თავსებადობაში ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებთან", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.


ირაკლი ღარიბაშვილი: საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატო-სთან თავსებადები ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "SWOT ანალიზი" სტუმრობისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ ინტერნეტ მმართველობის ახალგაზრდული სკოლის პირველი ღონისძიება და საქართველოს საქსელო პროვაიდერების GEONOG-ის მეორე ფორუმი ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე: 9-წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“.

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე: პროპორციული სისტემა არის ფენომენი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული პარლამენტარიზმის და პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე არჩვნების პროპორციულ სისტემას ფენომენს უწოდებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა და პარლამენტარიზმის განვითარებას უწყობს ხელს. 

გიორგი კახიანი: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება სწორი იყო

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ უკვე მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური რეალობა, თუ დღეს არსებული ვითარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება“.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უმრავლესობის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

12 ნოემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დროის ამოწურვის გამო, დეპუტატებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა ვერ დაასრულეს.

გიორგი ვოლსკი: გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება არის მიღებული - ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს. 

ალექსანდრე ქანთარია: ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ

პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ საკუთარ კოლეგებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა. 

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია"-ს აქცია მიმდინარეობს

პარლამენთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები პარლამენტარებს მოუწოდებენ არ ჩააგდონ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას ითვალისწინებს.

მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.

2019 წელს საქართველოში აივ ინფექციის 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჯამში 8004 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, რომელთაგან 570 შემთხვევა წელს დაფიქსირდა.

ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“.

ზვიად ძიძიგური: ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დამაზიანებელია ეკლესიისთვის

„ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მათთვის მსუყე თემაა მეუფე იაკობის განცხადებები და ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც თავისთავად არის არა მარტო მცდარი, არამედ დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მთლიანად ჩვენი 

ზვიად ძიძიგური: პეტრე ცაავას რეციდივი ეს არ იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ

"პეტრე ცაავას რეციდივი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე ამის არ მჯერა. პეტრე ცაავას ჰყავდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამოაზრეები"

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას: ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას კითხვით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძე: როცა მხარი დავუჭირე პროპორციული არჩევნებს, მე ვაყენებდი პირობებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, პარლამენტის უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ავარია უნივერსიტეტის ქუჩაზე - დაღუპულია 1 ადამიანი

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მძღოლი, მგზავრი კი დაშავდა.