შალვა თადუმაძე: "დიდოსტატის მარჯვენა" - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს

"შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" -  ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტატინეს მარჯვენა",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საქართველოს კონსტიტუციით პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს, როგორც მენეჯმენტზე მზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა, ეს არის შანსი იმისთვის, რომ პროკურორებს მიეცეთ სამართლიანი, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას და აბსოლუტური პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით სარგებლობს. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ხარისხის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შედა ფაქტორებისგან გადაწყვეტილების მიღებას. ჩემი გამოცდილებით გეყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტატინეს მარჯვენა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მისულ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, იცოდა თუ არა ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცოდა.


მდინარაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, შესაბამისად, ლოგიკურად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი არ ჩავარდება.

10 თვეში ექსპორტმა $3 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში $10.367 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

ირაკლი შიოლაშვილი: თუ უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, 2020 წლიდან არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაში ქვეყნის სტაბილურობის მხრივ საფრთხეს ხედავს.

დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტის ჩასაგდებად ვემზადებით

"ვემზადებით ჩასაგდებად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს  შეხვდა.

წყალტუბოში, ნამახვანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანის ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე: მინდა დავარწმუნო პარტიის თავმჯდომარე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ხიფათის შემცველია

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ვერ მოიწონებს და ვერ დაუჭერს მხარს საარჩევნო ცვლილებებს. ასევე, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ის თავად შეეცდება პარტიის თავმჯდომარე და გუნდი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება საფრთხეს შეიცავს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყლის სისტემა მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებას იწყებს.

თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. 

რომან კაკულია: ოპოზიციის განცხადებებმა იძულებით გაგაკეთებინეთ ყველაფერიო, გაღიზიანება გამოიწვია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ საარჩევნო წესის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას ადამიანების გაღიზიანება ოპოზიციონერების განცხადებამ გამოიწვია.

ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიაა წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „ProWine Shanghai“-ზე წარმოდგენილია, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 12-14 ნოემბერს იმართება.

ზაზა ხუციშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის

"მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გახდა.

რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 14 ნოემბერს 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის მამა - ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ

თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძე ბოლოს მის მეგობართან, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილთან ნახეს. მოკლულის მამას ზურაბ ცხადაძეს უჭირს იმის თქმა ვის შეეძლო მოეკლა მისი შვილი, ის ამბობს, რომ მის შვილს და ბექა კვიციანს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა 07:18 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ნინოწმინდაში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მაქსიმალურად ფრთხილი, მოზომილი, გონივრული და კარგად გააზრებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.