შსს სოციალურ ქსელში განთავსებული არასრულწლოვანის ვიდეოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით.


აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.


შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ",-ნათქვამია განცხადებაში.


განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.