კახა კალაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

16-სართულიანი კორპუსის აფეთქების გამო, 77 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.


როგორც სასტუმროში მისულმა კახა კალაძე აღნიშნა, თბილისის მერია დაზარალებული მოქალაქეების გვერდითაა და მზადაა,  მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.


„ამ დროისთვის, დაზარალებულები სასტუმროებში გადაგვყავს, დროებითი თავშესაფრით ვაკმაყოფილებთ. ამის პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამსახურები შევლენ კორპუსში და დაიწყებენ დასუფთავებას, მოწესრიგებას და აღდგენის სამუშაოებს. ველოდებით მუნიციპალური ლაბორატორიის და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, თუ რომელია ის კონკრეტული ადგილები, სადაც შესვლა შესაძლებელია და საფრთხე არ არსებობს და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობის  დაბრუნებას საკუთარ ბინებში. დედაქალაქის მერია, რაიონის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ  ოჯახებს მიყენებული ზიანის აღდგენაში დაეხმაროს. ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იქნება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ყოფილა. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ კორპუსი სარეაბილიტაციო იქნება, დავიწყებთ მის რეაბილიტაციას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნულ სასტუმროში, დაახლოებით, 15  ოჯახია გადაყვანილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან, კახა კალაძემ მათ გამოჯანმრთელება უსურვა.


„ოჯახების რაოდენობა იზრდება. თავიდან ყველას არ ჰქონდა სურვილი სასტუმროში გადასვლის. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი - ნათესავთან. ამ დროისთვის, ამ სასტუმროში, დაახლოებით, 15 ოჯახია. ასევე, სხვადასხვა სასტუმროში ვანაწილებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მათ, რომ პრობლემა არ შეექმნათ. ასევე, გვყავს დაზარალებულები, რომლებიც მკურნალობას გადიან და მათ მალე გამოჯანმრთელდება მინდა ვუსურვო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მიმართა, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.


„ჩვენ ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო გამკაცრებული მიდგომები, შემოწმებები. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც მათ კარს არ უღებენ, სახლში შესვლისა და შემოწმების საშუალებას არ აძლევენ. არადა ეს ყველაფერი ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის კეთდება.  ყველამ უნდა გაითავისოს, რომ  ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს. ამიტომ, რიგით მოქალაქეებს გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება. კომპანიები, ვისი პასუხისმგებლობაც არის შემოწმება, მონიტორინგს აუცილებლად გააგრძელებენ. როგორც გვეუბნებიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზის გამაცხელებელი  კუსტარულად იყო დაყენებული, რაზეც ჰქონდა ოჯახს მიღებული გაფრთხილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერთან ერთად, სასტუმროში იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, ასევე, პარლამენტისა  და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე ხუჯაძე.


გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავდა ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.


პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.


ამ დროის მონაცემებით, 120 დაზარალებული სამ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.


"თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი ექნება, სასტუმროში დააბინავებს და მათ ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს",-განმარტავენ მერიაში.


 


 


პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ ჯაჭვებით ჩაკეტა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო.

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.