გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.


"ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.


"ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს",- განაცხადა პრემიერმა.


პრემიერმა ბიზნესმენებს პირობა მისცა, რომ ყველა გადაწყვეტილება - საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, მათი ჩართულობით იქნება მიღებული.


"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს "არას" თქმა, ეს "არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში "არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში "არას" ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.

ევროკავშირის ელჩი: ვაგრძელებთ ზეწოლას, რათა დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს

"ვაგრძელებთ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს და ზეწოლას ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად",- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

გოგი მეშველიანი: ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, - ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას იყოს კონსტრუქციული

Euroactiv-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების იდეებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. 

დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დღეში 3 საათზე მეტი აღარ იქნება 

კანონში შესაძლოა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დაზუსტდეს. ცვლილებას "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი მისინი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

 

ვახტანგ ხარჩილავა: ივანიშვილი აშენებდა და აშენებს, თქვენ ანგრევდით და ანგრევთ. მას შემოჰქონდა, თქვენ გაგქონდათ და გაგაქვთ

„საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წელი და 6 თვე მიესაჯა

ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარუდგინა.

რომელი საგნის ტესტში შევა ცვლილებები 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა.

 

ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ?

„ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ? მანამდე კი ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა ბერკეტი რუსეთს ჩაუგდეთ ხელში,- „საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

მაია ცქიტიშვილი EBRD - ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების ტრენინგში სოფლის მეურნეობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა  მონაწილეობა მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში, ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა. 

 

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

„მაინც დაგაბოქლომებთ“ - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან  სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. 

პასუხი ღია წერილზე ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარე ინიციატივების თაობაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.

რა შემთხვევაში აეკრძალება ადამიანს ორ სამსახურში მუშაობა 

დასაქმებულებს შესაძლოა 2 სამსახურში ერთდროულად მუშაობა აეკრძალოთ.

 
საქართველოს ელჩი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლბიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა  რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, თეოდორ მელეშკანუსთან  შეხვედრა გამართა.  

ირაკლი მეზურნიშვილი: პროცენტების აწევა ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს

„პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს“, ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

დავით სონღულაშვილი: ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს

„ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა. 

გენადი მარგველაშვილი, შესაძლოა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენადი მარგველაშვილმა, შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.