არჩილ თალაკვაძე: მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის

"მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია წარსულის და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, პატივისცემა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა. მისი თქმით, მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის და შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მეცნიერება წარსულში დარჩა.


"მეცნიერება არ არის წარსული. სამწუხარო შეცდომას უშვებს, თუ ვინმე ასე ფიქრობდა ან ფიქრობს. მეცნიერება არის მომავალი. თქვენი აკადემია არის უდიდესი ტრადიციების, გელათის და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე. ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა შორის კავშირის უზრუნველყოფა სწორედ მეცნიერების გზით. სხვა ასეთი ძლიერი კავშირი ალბათ, არ არსებობს. პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის და მინდა თანამშრომლობის მზადყოფნა დაგიდასტუროთ",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე მიულოცა.


"ილია ჭავჭავაძე განასახიერებს, თუ როგორი რთულია ეპოქების დაკავშირება, როგორი რთულია, წინასწარ დაინახო მომავალი და უთხრა საზოგადოებას, როგორი იქნება ეს მომავალი. ამისთვის შეიძლება მიიღო დიდი მადლობა, მაგრამ, ასევე, შეიძლება მიიღო დიდი განსაცდელი. ილია ჭავჭავაძე, ჩვენთვის იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ, საკუთარი თავი სრულად გადასდოს სამშობლოსთვის და ერისთვის და ეს მნიშვნელოვანი მისია შეასრულოს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

„ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტი მზარდია ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი მაჩვენებლის 22.6%-ია. ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიღებულ შედეგს აჩვენებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. 

მამუკა კაციტაძე: მაჟორიტარულის ინიციატივით რომ გამოდიხარ, პოლიტიკურად ბეცი ხარ 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას პოლიტიკურად ბეც გადაწყვეტილებას უწოდებს. 

გია ვოლსკი: დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით არ ვეთანხმები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ ეთანხმება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ახალ ინიციატივას არჩევნების სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

სამგორში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობა დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ზრდის მიმართულებით

2019 წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.

ზუგდიდში შუახნის კაცი დაჭრეს

ზუგდიდში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, განათებების სამონტაჟო სამუსაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მაჟორიტარი დეპუტატთა ჯგუფი ოპონენტებს: ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს

„ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“, - მაჟორიტარი დეპუტატები ოპონენტების - ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას პასუხობენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის მოლოდინშია

სომხეთის თავდაცვის უწყებაში, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გათავისუფლებები და ხელახალი დანიშვნები დაიწყო.

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ავეჯის და აქსესუარების შესაძენად სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა - IDFI-ის კვლევა

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა. ხარჯებზე ინფორმაციას, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი  (IDFI) ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.

არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები - მაჟორიტართა ჯგუფის განცხადება

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ ახალ ინიციატივას ყველა სხვა სისტემასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს: ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ 

"ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ", - ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. 

აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.

სალხინოს ტყეში ხანძარის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.