მისი შეკითხვა ბლოკების თემას უკავშირდებოდა.
"თქვენ თქვით, რომ თქვენი შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ ბლოკებთან მიმართებაში დადგენილიყო სხვა ბარიერი 5-7 პროცენტიანი და ეს თქვენთვის მისაღები იქნებოდა. ბუნებრივია, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, თქვენ ამაში არ გულისხმობთ საპარლამენტო პარტიებს, როგორიც არის "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "პატრიოტთა ალიანსი", რომლებსაც ისეც არ ექნებათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ანუ, მათთვის ბლოკებს არ გვთავაზობთ. ანუ, როდესაც საუბრობთ გაერთიანებაზე, გულისხმობთ იმას, რომ ბლოკები შემოვიღოთ იმ პარტიებისთის, რომლებიც შედარებით სუსტები არიან და გაერთიანებაში რაღაც სინერგიას შექმნიან.
შეგიძლიათ თეორიულად მითხრათ, დაასახელოთ რომელი პარტიები წარმოგიდგენიათ ან რა გაერთიანება შეიძლება მოხდეს, გარდა ამ საპარლამენტო პარტიებისა, რომელზეც ვისაუბრეთ, რომლებიც ბლოკების შემთხვევაში გაერთიანდებიან ბლოკად და შეძლებენ ამ 5-7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას",- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა მამუკა კაციტაძეს