ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.

ასევე განახლებული სასარგებლო წიაღისეულის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.


ტექნიკური უნივერსიტეტის მოდერნიზებული ლაბორატორიისა და განახლებული მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, კომპანია "რიჩ მეტალს გრუპის"(RMG) აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, გრიგოლ წულუკიძის სახ. სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, "IDS ბორჯომი-საქართველოს" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამთო-გეოლოგიის დარგის მეცნიერები და სპეციალისტები.


სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა: „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ლაბორატორიასაც და მუზეუმსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან გასული საუკუნიდან მოყოლებული, მათ ჩვენი ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ქმნიდნენ. ძვირფასი წიაღისეულის ასეთი მდიდარი ექსპოზიცია ცოცხალი საშუალებაა იმისა, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ის სიმდიდრე და მრავალფეროვნება, რასაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, შეიგრძნონ, რომ სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საინჟინრო და ინოვაციური აზროვნების განვითარება, რაც სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებას სხვა შინაარსსა და ძალას მისცემს“.


წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა მადლობა გადაუხადა ტექნიკურ უნივერსიტეტს და კომპანია RMG-ის, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერას ახორციელებს. მაია ზავრაშვილის თქმით, ნებისმიერი აკადემიური დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო ინფრასტრუქტურის სრულყოფის პროცესი. მან იმედი გამოთქვა, რომ სტუ-ის „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიაში“ ჩატარებული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევები რეალურად წაადგება, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, კერძო თუ საჯარო სექტორს, სამთო-გეოლოგიის დარგში მოქმედი სპეციალისტები კი  საშუალებას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.  


როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ აღნიშნა, სამთო-გეოლოგიის დარგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის აღსაზრდელად, სასწავლო პროცესში აუცილებელია თეორიისა და პრაქტიკის მაქსიმალურად დაახლოვება.  


"თეორიულ სწავლებასთან ერთად, აუცილებელია წარმოებასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, რაც მაღალი რანგის სპეციალისტების მომზადების საშუალებას მოგვცემს. დღეს წარმოება უკვე ფეხზე დგება, უკვე გაჩნდა მოთხოვნა სამთო-გეოლოგიის დარგის, უსაფრთხოებისა და გეოდეზიის პროფილის სპეციალისტებზე. საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რიგ წამყვან საწარმოსთან და ამ მხრივ განსაკუთრებულია კომპანია RMG-ი. ვთანამშრომლობთ წიაღის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებთან, სამთო ინსტიტუტთან. შეგვიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ფაქტი, რაც ადასტურებს ჩვენს თანამშრომლობას: სტიპენდიების პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის, სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკა, ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მხარდაჭერა, სახელმძღვანელოების გამოცემა და ა.შ. ამ ეტაპზე, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განახლება სწორედ იმ მიზნით, რომ სასწავლო პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დამსაქმებელთა მოთხოვნები. ეს საშულებას მოგვცემს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მივცეთ, რაც მას რეალურად სჭირდება დასაქმებისთვის", - განაცხადა ანზორ აბშილავამ.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მოდერნიზებული ლაბორატორია უახლესი ტიპის აპარატურით აღიჭურვება, რადგან სტუდენტის სპეციალისტად ჩამოყალიბება ლაბორატორიული მუშაობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება."ბოლო რამდენიმე წელია მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და სამთო-გეოლოგიის დარგით დაინტერესებამ იმატა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 25-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებული სპეციალისტი მუშაობს და მათ შორის ბევრია ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ვფიქრობთ, შორეულ პერსპექტივაში წარმოუდგენელია ქვეყნის მდგრადი განვითარება სამთო-გეოლოგიური დარგის აღორძინების გარეშე", - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


კომპანია RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ ტექნიკურ უნივერსიტეტში "ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიას" და "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს" სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.


"ამ კედლებში ვარ გაზრდილი. ბედნიერი ვარ ნანახით. ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ სამთო საქმის და მუდმივად გვჭირდება ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარება. ვგეგმავთ ინდივიდუალური პროექტების განხორციელებას კონკრეტული წარმატებული სტუდენტებისთვის. RMG-ი კვლავაც გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. დარწმუნებული ვართ, მსგავსი ქმედებებით შესაძლებელია სამთო-გეოლოგიური დარგის გადარჩენა", - აღნიშნა თორნიკე ლიპარტიამ.


კომპანია RMG-ის ხელმძღვანელმა სტუ-ის "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს“ საქართველოს სხვადასხვა საბადოში მოპოვებული რამდენიმე გამორჩეული ნიმუში გადასცა, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სასწავლო ლაბორატორიას კი - ახალი აპარატურა.


"ამდენი წლის შემდეგ, განახლდა მუზეუმი, რომელსაც გასული საუკუნიდან მოყოლებული, ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. ეს ყველაფერი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომ გაეცნონ ამ უნიკალურ ნიმუშებს და შეისწავლონ მათი წარმომავლობა. მრავალი ნიმუშია სასწავლო კოლექციებისთვის. მაგისტრანტები და დოქტორანტები იკვლევენ და უამრავ ნაშრომს აკეთებენ. ლაბორატორიაც ჩვენი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და საგანმანათლებლო-საექსპერტო მიზნებს ემსახურება. ასევე, დიდია დაინტერესება სკოლის მოსწავლეების მხრიდან“, - განაცხადა სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ფოფორაძემ.


ტექნიკური უნივერსიტეტის "სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი" ცნობილი მეცნიერისა და გეოლოგის, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებლის, საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებლის კალისტრატე გაბუნიას სახელს ატარებს. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით მოპოვებული ყველა სასარგებლო წიაღისეული და ყველა საბადოს ნიმუში. საერთო ჯამში, დაცულია 3000-მდე ექსპონატი. პირველ დარბაზში გამოფენილია მოსაპირკეთებელი ქვები და მადნეულის ნიმუშები. დანარჩენ დარბაზებში კი კოლექციები საქართველოს რეგიონების მიხედვითაა განთავსებული. გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური საბადოების ნიმუშები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მუზეუმში, ასევე, დაცულია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდებისა და კვლევების ჩასატარებლად განკუთვნილი სასწავლო კოლექციები.




ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ღამის საათებში 17 დეკემბერს  ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

პროკურატურა: გამოძიებას ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს დადებულ ხელშეკრულებებზე კითხვები გააჩნია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოკითხვის მიზნით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ PIA.GE -ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

წალენჯიხაში ქალი ხევში ჩავარდა

წალენჯიხაში, ხევში ჩავარდნილი შუახნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრეზიდენტი ექიმ გაფრინდაშვილის საკითხზე: ყველა ის კონტაქტი გამოვიყენე რაც მქონდა და გამაჩნია 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება და აქედან მინდა მის ოჯახს მხნეობა ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

„საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“,- ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა

"როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში"
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. 

შსს "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ელიზაბეთ რუდი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა.

 

ევროკავშირის ელჩი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ დიალოგი მარტივი იყო 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობს.

არჩილ თალაკვაძე: ერთადერათი რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სამოქალაქო მოძრაობის" კამპანიას - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი"  გამოეხმაურა.

უსუფაშვილი: შეხვედრაზე, ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, "დიახ, არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება" 

"დღეს პირველად თქვეს, რომ ცვლილება საჭიროა, თუმცა ამ ცვლილების კონკრეტულ მოდელად ჩვენს შეთავაზებულ არცერთ მოდელზე არ თანხმდებიან", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძე: არგუმენტების გათვალისწინებით მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

"დღევანდელ შეხვედრაზე არგუმენტები წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც მრავალმანდატიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

წულუკიანი: მრავალმანდატიან სისტემაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

"ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოს ცოტა ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში არსებობს, ვთქვით, რომ საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა მისაღები ვერ იქნება",- ამის შესახებ ვიცე - პრემიერმა იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდზე: მრავალმანდატიან ოლქებზე კატეგორიულ უარზე არიან   

"ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკმაყოფილო არიან იმ სისტემით, რომელიც არსებობს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ბათუმის რივიერაზე "არა ბათუმის ჩაბეტონებას" - იდეით ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავლი" დაფუძნდა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

ექიმ გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა ოკუპირებული ტერიტორიისკენ ბუშტებზე მიბმული თეთრი ხალათი გაუშვეს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა ოკუპირებული ტერიტორიისკენ ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.

ზუგდიდში ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა

ზუგდიდში საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გააკეთეთ

"ყოველი სიტყვა, ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, დასაფიქრებელია, რადგან საზიანოდ შეიძლება მოტრიალდეს",- ამის შესახებ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.