პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციის პროექტი ჩააგდო

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული და 200 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.

აღნიშნულ პროექტს 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო. იმისათვის, რომ ეს პროექტი პირველი მოსმენით გასულიყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.


ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იზიარებს, თუმცა ისინი საარჩევნო ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
შესაბამისად, მათ მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას.


კერძოდ, პროექტის თანახმად, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.


პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.


ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ბიზნესომბუდსმენთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ასე გაგრძელდება

"ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გამოვთქვით სურვილი, რომ ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა, რომელიც ზოგადად გვქონდა ყველა ბიზნესომბუდსმენთან, გაგრძელდება და ასევე, ანალოგიური დაპირება მივიღეთ", - ამის შესახებ „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

ჯივიპი, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში N23 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 6 დეკემბერს, 13:00 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით “სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" გაიმართება.

 

 

ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა 

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს

„გადიდგულებული გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, რომლებიც უშიშარი მეომრის იმიჯს ირგებენ, ქუჩურ პერფორმანსებს დგამენ, ბლატაობენ პოლიციასთან და სხვებთანაც, ეს არა მეომრის საქციელი, არამედ გადარჩენისთვის დაუოკებელი წყურვილია. რეალურად ამათ არჩევნები არ უნდოდათ და არ უნდათ, დამხობა იყო ამათი ერთადერთი გზა, 20 ივნისსას რომ დამხობაში გადაზარდეს პროტესტი, ისიც - უბრალოდ ვერ შეასრულებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ არიან სახალხო მოძრაობა”,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში „გურიზმები - დეფორმირებული სინდისი“.

დღეიდან N 80 სამარშრუტო ხაზზე ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი N80 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

სასულიერო პირები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულ ბერს თავდებში უდგებიან

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფე გერასიმე სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა, უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო: სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. 

ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფო კილაძე: "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, თუმცა არ მოვიდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ.

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.

ალექსანდრე ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

ალექსანდრე ქანთარია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.