ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს

"საპენსიო ინდექსაციისას სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკება გვქონდა. ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სავალუტო ფონდი კონკრეტულ ჩარჩოებს აწესებს და გრძელ ვადაზე აკეთებს გათვლებს.


"რაც შეეხება პენსიის ინდექსაციას, ჩვენ დავაგვიანეთ, გეთანხმებით, თუმცა, ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ჩვენ სავალუტო ფონდთან მოგვიწია საკმაოდ რთული , რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება. ვერ ვთანხმდებოდით, არ დაგიმალავთ, ჩვენ უფრო ოპტიმისტურები ვიყავით და მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა რა თქმა უნდა სავალუტო ფონდი იმ ჩარჩოებს გვიწესებს და გვეუბნება, რომ ფისკალურად უნდა იყოს შესაძლებელი ეს გრძელ ვადაში, ათწლეულობის განმავლობაში. მგონია, რომ ჩვენ პოზიციები დავაახლოვეთ და გამოვალთ საპენსიო ინდექსაციით, სადაც დიფერენცირებული მიდგომა გვექნება ასაკობრივ ჭრილში. მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანია", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.


მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს.


"მიმაჩნია, რომ 50 ლარიანი მატება, მნიშვნელოვანი მატებაა. 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ. თუ ისინი მთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარს. გახსოვთ, ხშირად იყო 300 ლარიანი დაპირებები, რომელიც იმ დროისთვის იყო უპასუხისმგებლო დაპირებები და შეუძლებელი. ჩვენ ამას, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ, ზუსტად ამ გაყოფის ხარჯზე. ჯერ პენსია შორს არის იმ დონიდან, რაც უნდა იყოს. ჩვენ მაინც გამოვედით ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან, ასევე პენსიონერების საჭიროებებიდან.
ეს დიფერენციაცია ამართლებს ამ ასაკობრივ გაყოფას. როდესაც მომავალში ჩვენ პენსიის ინდექსაციის ინიციატივით შემოვალთ, იქაც ამ ფილოსოფიას და მიდგომას გავავრცელებთ", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.


 

ევროსაბჭომ რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

"საპარტნიორო ფონდი" "ვანრიკ აგროს" მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფი "საიდუმლოს" აბსურდულად იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

პარლამენტს უზენაესის მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.