აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება

28 ნოემბერს, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "პირველს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, კარასინთან შეხვედრაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც მანდატით არის გათვალისწინებული.

კითხვაზე თუ რატომ არ დაიგეგმა შეხვედრა კარასინის შემცვლელ ევგენი ივანოვთან, აბაშიძე განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმღვანელობა კარასინს ამ დიალოგის და დელეგაციის ხელმძღვანელობას ავალებს.

"შეხვედრა, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს დაიგეგმა. ბატონი კარასინი სამუშაოდ გადავიდა ფედერაციის საბჭოში, არის სენატორი და ამავე დროს ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ასე ვთქვათ მას ევალება ამ დიალოგის გაგრძელება და დელეგაციის ხელმძღვანელობა პრაღის ფორმატში. ასე რომ შევხვდებით 28 ნოემბერს და გავაგრძელებთ ამ დიალოგს, რომელსაც ე.წ. პრაღის ფორმატი ეწოდება. იქ უმთავრესად განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თემები, სატრასპორტო პრობლემატიკა გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ვნახავთ რა დინამიკაა ამ თვალსაზრისით. ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია და ყურადღებას საჭიროებს. განვიხილავთ თემებს, რომელიც უმთავრესად ჩვენი მანდატით არის გათვალისწინებული", - აღნიშნა აბაშიძემ.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გრიგორი კარასინი აღნიშნულ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა. 29 ივლისს გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მუშაობას ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს.

23 აგვისტოს გრიგორი კარასინს 70 წელი შეუსრულდა, "სახელმწიფო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად კი, სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ ასაკის ზედა ზღვარი სწორედ 70 წელია.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით. ასევე, ტარდება არაფორმალური შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში.


"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ახალი კანდიდატები ვეღარ უნდა შეარჩიოს" - ეკა ბესელია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

კრემლს რუსებზე მეტად აფრიკელები უყვარს?

რა ღირს გზა მადაგასკარიდან ცხინვალამდე და უკან?

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა დროსაც ერთმანთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ახალგაზრდა მკაცი მძიმედ დაშავდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა 

2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი.

კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეჟისორ გოგა ხაინდრავას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა.

შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღვინის ექსპერტი: გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

გიორგი გახარია: უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს "ტვიტერში" გამოეხმაურა.

 

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის -"საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" დახურვას დაესწრო.

სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები  გამოავლინეს. 

EXCLUSIVE 20 აქსისში - განსაკუთრებული შეთავაზება საახალწლოდ დეველოპერული კომპანია „აქსისისგან“

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ საახალწლო, განსაკუთრებული შეთავაზება: მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

კვადროციკლების იმპორტირებისას საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 3 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.  

 

შსს-მ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა.