კახა კალაძე: ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს

"ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს"- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

მან გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.


"ვიმეორებ, რომ ეს აქციის მონაწილეების მისამართით არ ყოფილა. სადაც მე მანქანით ამოვედი, აქციის არცერთი მონაწილე არ იდგა. ისინი ცოტა ქვემოთ იდგნენ. ჩემი ჟესტი მათი მისამართით არ ყოფილა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოამზადოს ადამიანმა ფეიკნიუსი. ეს იყო ჩემი პირადი დაცვა, რომელსაც ხელფასს მე ვუხდი და შეიძლება ვთქვა, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. რა არის ამაში პრობლემა? მე "ნაციონალურ მოძრობას" ვურჩევდი, რომ ფროიდისეულ ჩაციკლებას მოეშვან და ჯობს, სხვა რამეებზე გაამახვილონ ყურადღება", - განმარტა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე თქმით, კონკრეტულმა ტელევიზიამ, რომელმაც აღნიშნული კადრები გაავრცელა, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და არ გადაამოწმა ფაქტი.


"ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რასაც სხვები არ აკეთებენ. მეც ვარ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, როგორც თქვენ. მე ხომ ეს კონკრეტული ადამიანების მისამართით არ გამიკეთებია და არც საჯაროდ, რადგან ვიმყოფებოდი ავტომობილში და წინ იდგა მხოლოდ ჩემი დაცვა. იმ ადგილზე ჩემი ორი თანამშრომლის გარდა, არავინ იმყოფებოდა. მარტივია დააბრალო ვინმეს რამე და მერე იმან თავი იმართლოს. კონკრეტულმა ტელევიზიამ, ვინც ეს კადრები გაავრცელა, პირდაპირ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, თითქოს ჩემი ჟესტი თითქოს აქციის მონაწილეების მისამართით იყო. თქვენ დღეში ასჯერ რეკავთ ჩვენს პიარსამსახურთან და შეგეძლოთ დაგესვათ მარტივი შეკითხვა, რა იყო რა მოხდა და ვისი მისამართით იყო. მაგრამ ფაქტია, გინდოდათ შეგექმნათ ფეიკნიუსი, რასაც აკეთებთ სხვა შემთხვევებშიც", - აღნიშნა თბილისის მერმა.


გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგარმ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით. 

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადებიან  აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ ამ გამოცდის ჩასაბარებლად 40 ლარის გადახდა უწევთ. 

"პროპორციულ სისტემაზე გაცემული დაპირების დარღვევა ევროკავშირში, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უნდობლობას იწვევს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირში საქართველოს მეგობარი ქვეყნებს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ ვაშაძე: დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე". 

რომან კაკულია: ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ერთ-ერთი წევრი რომან კაკულია დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე".

"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.