ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშო ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 ნოემბერს, 18:00 საათიდან 16 ნოემბრის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირს, ც. დადიანის გამზირის ნაწილს, ჩარგლის, გვაზაურის, ცინცაძის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.