გიორგი ცუცქირიძემ მიხეილ სააკაშვილს ერთ ფეისბუქ პოსტში 8 ტყუილი დაუთვალა

„ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა. რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია“,- ამის შესახებ ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოსტს, რომელიც მან თავის ფბ გვერდზე განათავსა. იგი ამჯერად ეკონომიკის მაგისტრად მოგვევლინა, თემად კი ყალბი დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებული, ისედაც ოფიციალური წყაროებიდან გასული ინფორმაციის ინტერპრეტირებით წარსდგა, რომელიც ეხება საგამოძიებო უწყებების მიერ გამოვლენილ ფართომასშტაბიან დანაშაულებრივ სქემას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაყალბება.


ახლა რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას, თითქოსდა 500 მილიონ ლარამდე თანხა იქნა მითვისებული, ხოლო ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები, შესაბამისი დასკვნით, რომ გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია.


დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი არის არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გათვითცნობიერებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.


1. ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა, რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია. ბუნებრივია, არც ეს ციფრებია მცირე, რადგან ამ ოდენობის ზიანის მიყენებაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არის პრობლემური, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, რომ განცხადებაში მოყვანილი დღგ-ის მოცულობა, ისევე როგორც განცხადება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენასთან დაკავშირებით, არის ტყუილი;


2. შესაბამისად, ტყუილია 500 მილიონი დღგ-ს გავლენაც ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება რეალური მონაცემების, ანუ 85 მლნ-დან 100 მლნ ლარის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ცნობილია, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების შედგენა ხდება საერთაშირისო მეთოდოლოგიის მიხედვით და რაც დასტურდება იმითაც, რომ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრი.


3. ტყულია, თითქოსდა ხელისუფლება ახდენდეს ხელოვნურ მანიპულირებას ციფრებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებს ადგენს მიწოდებული პროდუქციების ღირებულების ბრუნვიდან, და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებლად, კომპანიების გამოკვლევების შედეგად აგროვებს ინფორმაციას და აკეთებს ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებას. აქედან გამომდინარე, ამ თაღლითურ ოპერაციებს მშპ-ის ზრდაზე გავლენა არ მოუხდნია, რადგან ეს ოპერაციები, ძირითადად, აისახა საბაჟო დეკლარაციებსა და შუალედურ პროდუქციაში, რაც ყოველთვიური ეკონომიკური შეფასების სფეროს არ წარმოადგენს.


4. ტყულია მონაცემთა აცდენზე აპელირებაც. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღგ-ის ბრუნვების შედეგად გამოთვლილი ეკონომიკური ზრდის შედეგებისგან, როგორც ამ სარისკო, ისე წინა პერიოდში. შესაბამისად, რადგან ორი დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ოპერაციებს გავლენა არ ჰქონია. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში!


5. ტყუილია, თითქოსდა ამ ყალბი მონაცემების შედეგად არსებული მშპ-ს სიდიდე არის ხელოვნურად გაზრდილი. მიმდინარე წლის ნომებრიდან საქსტატი ანგარიშთა სისტემის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე(SNA-2008) გადავიდა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მშპ-ის მაჩვენებელი არა თუ შემცირდა დაკორექტიორებისას, არამედ 8.6 %--ით 41.1 მლრდ ლარიდან 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა!


6. ახლა რაც შეეხება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რომლის დაზიანებაზეც ასე წუხს ბატონი ექს პრეზიდენტი. მას მსურს შვახსენო, რომ ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ამასთან, მთლიანობაში, კორუფციის და პირველ რიგში სახელისუფლებო კორუფციის დაბალი დონე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო საააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;


7. ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები. მიმდინარე წლის ოქტომბერში სამი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურად შეფასდა. თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყანებს შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში შევიდა. შემდეგ წაყვანმა სარეიტინგო კომპანიამ S&P ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გააუმჯობესება BB- დან BB მდე, სტაბილური პერსპექტივით, რითაც პრაქტიკულად მივუახლოვდით გაცილებით მაღალ საინვესტიციო რეიტინგს.


8. სწორედ ამ დადებითი ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება - 2020“ რეიტინგში გაუმჯობესებული პოზიციაც. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის 2 პოზიციით დაწინაურება გადასახადების გადახდის ინდიკატორში, სადაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების სიმარტივე, მათ შორის დღგ-ს რეფორმა, უზრუნველყოფს გადასახადის გადახდის კომპონენტში მნიშვნელოვან წინსვლას, რაც განპირობებულია საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დროის შემცირებით. ამის შედეგია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგადასახო შემოსავლების მაჩვენებელიც, რაც თუნდაც მიმდინარე წლის პირველი თათი თვის მონაცემებით 101%-ით არის შესრულებული.


დაბოლოს, ეს უპრეცედენტო ფინანსური თაღლითობა, როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იქნა გამოძიებული. 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.


"საპარტნიორო ფონდი" "ვანრიკ აგროს" მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფი "საიდუმლოს" აბსურდულად იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

პარლამენტს უზენაესის მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.