სებასტიან მოლინეუსი: საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა

„საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა „ჰოლონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. 


„უპირველესად, საქართველოს მინდა მივულოცო პროგრესი ამ კუთხით. რეალურად, ეს ორი ინდიკატორი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოგახსენებთ რატომაც. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები ზომავენ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას, ეკონომიკურ ანალიზს, მომსახურების უზრუნველყოფის ხარისხს, ანტიკორუფციულ ზომებს და ა.შ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს 33 ინდიკატორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ინდიკატორები  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც ემატება კარგი მმართველობა და მაკროფინანსური მართვა. „დუინგ ბიზნესი“, თავის მხრივ, ზომავს ბიზნესის კეთების მაჩვენებელს და მოიცავს: ბიზნესის დაწყებას, კრედიტის მიღებას, მინორიტარი აქციონერების დაცვას და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გზავნილია ინვესტორთა ფართო წრისთვის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში და მთლიანად ქვეყანა რამდენად მიმზიდველია ინვესტირებისათვის. ჩემი აზრით, ორივე მიმართულებით მიღწეული წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამი ძირითადი გზავნილის გაკეთების საშუალებას იძლევა:


პირველი – საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავიხსენებთ, რომ საკვლევ სიაში 200 ქვეყანაა. საქართველო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით წარმატებულია, 6 ინდიკატორიდან 5-ში უსწრებს სხვა ქვეყნებს. ასევე 6-დან 3 ინდიკატორში უსწრებს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებს. რაც შეეხება ბიზნესის კეთებას, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს უდაოდ ძალიან შთამბეჭდავია. კონკურენცია დიდია და ქვეყნები მუდმივად ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას. თუ საქართველოს ადგილს ბიზნესის დაწყების სხვა ინდიკატორებთან მიმართებაშიც განვიხილავთ, დავინახავთ, როგორია რეიტინგის ლიდერის, მუდმივად პროგრესის მქონე ახალი ზელანდიის პოზიცია. ასე, რომ გილოცავთ.


მეორე - ძირითადი გზავნილია ის, რომ რეფორმები ერთჯერადი არ არის და პერმანენტულად მიმდინარეობს. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში საქართველო წამყვან რეფორმატორ 10 ქვეყანას შორის მოხვდა  და ეს ტენდენცია უკვე წლებია გრძელდება. ასეთივე ტენდეცია ბიზნესის კეთების რეიტინგშიც. უკვე სამი წელია საქართველო რეფორმატორ ქვეყანათა პირველ ათეულშია. ეეს ნიშნავს, რომ საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ.


მესამე - გამოიკვეთა ისეთი სფეროები, რომლებსაც სჭირდება გაუმჯობესება: სასამართლო, დაინტერესებულ მხარეებთან მეტი ჩართულობა, ანგარიშვალდებულება (ვგულისხმობ სახელმწიფო საწარმოებს), ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა და სხვა. ეს საკითხები მნიშნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ ინდიკატორებია. დიახ, ინდიკატორები. ისინი მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა სხვადასხვა სფეროში წარმატებით მიიწევს წინ. ისიც რეალობაა, რომ ამ ინდიკატორებს მიღმა კონკრეტული თემებია, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ. მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით.                          


თქვენს მთავრობასთან, სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის გაზიარების საკითხებზე ნადვილად არაჩვეულებრივი ურთიერთობა და წარმატებული თანამშროლობა გვაქვს. ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. იგივეს ადასტურებდნენ ჩემი წინამორბედებიც. შედარებისთვის, შემდეგ ციფრებს გადავხედოთ. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სიღარიბის დონე 40%-ს აღემატებოდა. 2004 წლისთვის მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა. გასულ წელს, კი ოდნავ აღემატებოდა 20%-ს. ჩემი აზრით, ამ მონაცემებით საქართველომ უნდა იამაყოს. ვინაიდან, რეალურად, ბოლო წლებში სიღარიბის დონე ქვეყანში განახევრდა. მინდა მთავრობას ეს პროგრესიც მივულოცო“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.                
 
 
 



ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.