ინაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„ სწორედ ხელისუფლების სპექტაკლმა, გამოიწვია ეს კრიზისი და პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ პასუხისმებლობა კიდევ ერთხელ ეკისრება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტას.
ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება. ამ შეკრებით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ვაპროტესტებთ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, ვაპროტესტებთ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას, რასაც არ იმსახურებს ქართველი ხალხი“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ინაშვილმა.