"გვითხრან რაში ეწინააღმდეგება. ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, მორგებულია ჩვენს კონსტიტუციას. გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, ჩვენთან არის - თუ ამ დეტალს გულისხმობენ, მაგრამ ამასაც არ იძახიან. ვთხოვ ყველას, ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ, დამოუკიდებელ და მძლავრ პოლიტიკოსებს, ივანიშვილს რომ აუჯანყდნენ მათ შორის იმათ, ჰკითხონ რას გულისხმობენ კერძოდ. არაფერი ანტიკონსტიტუციური არ არის, ზუსტად ჯდება ჩვენს კონსტიტუციაში", - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.