"მოვისმინე რა, უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ამითი უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს, შემდგომ გაღრმავებას საზოგაოდებაში არსებული პოლარიზაციის, რეალურად ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს.
მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მარგამ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება, მიუხედავად მეთოდისა რა ჩატარდება, სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.