მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება სასიამოვნოა, მოუთმენლად გელით ინვესტორებს

"საქართველომ საქმით და მრავალი მიღწეული წარმატებით უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა საუკეთესო მასპინძელი გახდეს ინვესტორებისთვის და როგორ შეიძლება მთავრობამ და ქვეყანამ შეცვალოს პოლიტიკა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე - “ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” გამოსვლისას განაცხადა. 

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, და საგადასახადო ტვირთის სიმცირის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს. 


“ჩვენ ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა გაგვაჩნია. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით. ჯამში 6 გადასახადი გვაქვს, ხოლო რეინვესტირებული მოგების გადასახადის განაკვეთი ნულოვანია. ძალიან მარტივი მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს საბაჟო სისტემაში. გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკა. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაკავშირებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ინდოეთთან მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს. საქართველოში თქვენი ბიზნესის წამოწყებით წვდომა გექნებათ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზარზე. საქართველო რეგიონში ქვეყნების დამაკავშირებელი ხიდს წარმოადგენს, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას ემსახურება. ინვესტორებს საქართველო ძალიან ცოცხალ გარემოს სთავაზობს, რადგან კავშირებს თავისი ბიზნესშესაძლებლობები ახლავს თან. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, საქართველოში ბიზნესის კეთება არა მარტო რენტაბელური და პროგნოზირებადია, არამედ სასიამოვნოც არის”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 


ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონის ენერგეტიკულ ცენტრად, ბიზნესისა ან ფინანსური სერვისების ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე. 


“როდესაც ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოს გთავაზობთ, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ვეხმარებით გაძლიერებაში, ხოლო თქვენს ბიზნესს - სხვა ქვეყნებთან წვდომაში. საქართველოში ბიზნესის კეთება და ინვესტირება ნიშნავს იმ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებას, სადაც ევროპა ხვდება აზიას, სადაც წვდომა შეგიძლიათ გქონდეთ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებთან და ბიზნესი აწარმოოთ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არ გახლავთ ახლახან გაკეთებული არჩევანი. ის საუკუნეებს ითვლის. მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ყველა ქმედება და პოლიტიკა აქცენტირებულია ევროპაში სრულფასოვანი დაბრუნებისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოუთმენლად გელით საქართველოში ინვესტორების, სტუმრებისა და მეგობრების რანგში”,- მიმართა ვიცე-პრემიერმა ფორუმის მონაწილე ინვესტორებს. 


პანელურ დისკუსიაში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები. 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში, EBRD - ის შტაბ-ბინაში იმართება. საინვესტიციო სამიტი, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები და მეწარმეები ესწრებიან, EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს.


 


ნათია თურნავა - პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ორ კვირაში 41 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით

"პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

პრემიერმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო გმირების ხსოვნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი.

ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილებეა კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას
ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ.

გოგა ხაინდრავა მესამე სექტორზე: ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები

„ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ეგენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები, რომლებიც ამოფარებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს“ - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ  „იმედის“ „კვირის ქრონიკაში“.

პრემიერი: სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური ხულიგნები გაჩნდნენ

"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ კაციჭამიები დღეს პარლამენტში არიან, ამ ფონზე მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია

„გიგა ბოკერია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, დღეს დეპუტატია. „ნაციონალური მოძრაობის“ კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ შეიძლება რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში იჯდეს, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"მოსამართლეთა ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება

"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვის და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის".

ათენში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ათენში, 13 დეკემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა.

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

თსუ-ში ახალი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა - „ტურიზმი“ ამოქმედდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ.

გივი მიქანაძე შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.

დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარიას: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო - უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს 

"ე.წ. სასამართლო სხდომის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს",-ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

 
გია ვოლსკი: ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ

14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია : უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა

"ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ".

გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველს იმიტომ ირჩევს პარლამენტი, რომ მან ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

„თუ სახალხო დამცველს რამე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი "სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი "სასამართლო" სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.