"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა", - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 


კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად ამოწმებენ გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელს. 


მიუხედავად  უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია.


ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. 


ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. 


ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:


ისანი-ვაზისუბანი - 962


სამგორი - 878


საბურთალო - 449


გლდანი - 343


მთაწმინდა - 296


სანზონა - 226


კრწანისი - 213


ნაძალადევი - 174


დიდუბე - 95


ჩუღურეთი - 84


ნუცუბიძე - 72


დიღომი - 41


ვაკე - 26


წყნეთი - 8



კომპანია "თბილისი ენერჯი" კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ -  ქსელზე თვითნებურად  დაერთებული და ღია წვის კამერიანი დანადგარები სასიკვდილოა. ნუ გარისკავთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ გაზის სპეციალისტების რეკომენდაციები.  


"თბილისი ენერჯი" გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება.


"თბილისი ენერჯი" მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ - CO (ცეო) კლავს!" - აღნიშნულია განცხადებაში.


„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ისაუბრა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

ზალკალიანი: საქართველო მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის IV ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძამდე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც, 2020 წლის  22 იანვრის 22:00 სთ-დან 23 იანვრის 07:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

გოგა ხაინდრავა: გიგა ბოკერიას ერთადერთი, ვისთანაც ბობოქრობა შეუძლია, ქალებია

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავხედი, უწიგნური, ბნელი ადამიანები არ ილევიან და ეს, პირველ რიგში, გიგა ბოკერიაა“, - ასე გამოეხმაურა „პირველთან“ საუბარში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

ლარი 1.07 თეთრით გაუფასურდა

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8770 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.07 თეთრი შეადგინა.
 

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 21 იანვარს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, მეთხუთმეტე საბავშვო ბაღი გაქურდეს. როგორც მერიის ააიპ ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია ამბობს, ადგილზე მისულ თანამშრომლებს ბაღი გაქურდული დახვდათ.

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

 
შეხვედრა იტალიის ელჩთან და იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

22 იანვარს, 10 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიაში სასტიპენდიო პროგრამების თემაზე, იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან, ცენტრის დირექტორთან ნინო ჭელიძესთან და იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგება შეხვედრა.