ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, უკანონო პატიმრობაში რჩება და რა თქმა უნდა ოჯახი რთულ მდგომარეობაშია. 


"თითოეული ჩვენგანისათვის ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია. ოჯახის დაძაბულობა გასაგებია. არა მარტო გვესმის, არამედ მათთან ვართ ამ განსაცდელში, მათ შორის რეგულარული კომუნიკაციით ჩემი აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდა.


რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციას, რასაც იღებდა და იღებს ქართული მხარე და ასევე ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა არხებით, ვუზიარებთ ოჯახს და გარკვეულწილად, საზოგადოებას, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი: პირველი - ინფორმაციის გაზიარებას ვერ დავარქმევთ პირობას და მით უფრო გარანტიას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ საქმე გავქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და საუბედუროდ მის გადაწყვეტილებებთან.


მეორე - ამ პერიოდში, დიახ, იყო მკაფიო მინიშნებები და ინფორმაცია სწორედ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვაჟა ექიმის მალე გათავისუფლების თაობაზე, რასაც ასევე საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი დღემდე არ ასრულებს. ეს არის მათი სახე და მათი პასუხისმგებლობა, რაც ამ მოქმედების მიზანმიმართულებაზე მიანიშნებს”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა  ის არის, რომ არსებულ ვითარებაში ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას, რათა ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გათავსუფლება მოხერხდეს.


„ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ყველა პოლიტიკური დედაქალაქის დღის წესრიგშია და ამოცანა მისი გათავისუფლებაა. ამასთან, ჩვენი თითოეული მოქმედება, პირველ რიგში, მოტივირებულია ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ამოცანიდან გამომდინარე და არა პიარის,  ჩვენი მოქმედებების ტირაჟირების, ან თუნდაც ყველა ნაბიჯის წარმოჩენიდან. ასეთია მოცემულობა. 


ამ საკითხით პოლიტიკური სპეკულაციები და ქულების დაწერის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან, მიუღებელია. უბრალოდ აბსურდულია  საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადმოტანის მცდელობა. მითუფრო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სოხუმის და ცხინვალის ციხეებში არაერთი გრძელვადიანი ქართველი იყო უკანონო პატიმრობაში. ჰუმანიტარული პროცესის შედეგად, პროცესი 2017 წელს დასრულდა იმავე ცხინვალის იზოლატორიდან ბოლო გრძელვადიანი პატიმრის გათავისუფლებით. 


გავაგრძელებთ ძალისხმევას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ჟენევის ფორმატში მიმდინარე კვირას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნას მიღწეულ მი და ის ოჯახს დაუბრუნდეს” - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


ზარქუა: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილით აუტისტური სპექტრის და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა პროგრამები დაფინანსდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ოთარ გრიგოლია: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის  2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ანრი ოხანაშვილი: ზოგიერთი კონგრესმენის პოზიცია შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ შეფასებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული.

ნატო-საქართველოს კომისიამ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება. საკანონმდებლო მაცნეში, საქართველოს მთავრობის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ.

მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე: ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან

პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოს მთავრობას კონგრესმენების წერილის სერიოზულად აღქმას ურჩევს. 

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის კანონპროქტი დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ბრექსითის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა .

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება - ამ მოთხივნებით ქუთაისში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის 200-მდე მუშა გაიფიცა.

თეა წულუკიანი: ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან შეუძლია, დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება ასეთი აჟიოტაჟი?

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის მთავრობისგან, ისე ჩვენი ევროკავშირელი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან, რომელიც ძალიან სამგლოვიარო და სამწუხარო იყო პირველ რიგში ოპოზიციისთვის, ეს სახეზეა და ეს გაფორმებულია შესაბამისი აქტის სახით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

იაპონიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სემინარი გამართა.

თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე  და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებათ

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სტატუსის მქონე  და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არარსებობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

იერუსალიმში საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. 

კარლ ჰარცელი: შეშფოთებულები ვართ ბოლო 7 თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო

„ბოლო 6-7 თვის განმავლობაში შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატების დოკუმენტაცია შეისწავლა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართება. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.