"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს.

"პატივცემულო დეპუტატებო, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა, 5 ნოემბერს, საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე სხვა მრავალ სიცრუესთან ერთად განაცხადა, რომ ვითომ მე ხელი მაქვს მოწერილი განცხადებაზე, სადაც გამოვთქვამ სურვილს უარი ვთქვა ჩემს შექმნილ პროექტში დამფუძნებლად მონაწილეობაზე. ჶთუმცა საჯარო რეესტრში არსებულ საქმის მასალებში მოიპოვება მხოლოდ საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმი #1 გადაკეთებული #2-ად, სადაც მე მხოლოდ საწარმოს გენ.დირექტორობიდან გამათავისუფლეს. სწორედ ამ ყალბი განცხადების შეფასების ორმაგ სტანდარტებშია დეტალები, რაც თავდაყირა აქცევს სამეწარმეო სამართალს ქვეყანაში: კერძოდ, 2010 წელს პირველი ინსტანციის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს, წინ ედო ეს გაყალბებული განცხადება და ოქმი #2, რომლის დედანიც 2016 წელს მიიჩნია საქმის ფაბრიკაციისათვის “ახალ გარემოებად”. ეს დოკუმენტი 2010 წელს მან გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესში დარბაზში ააფრიალა და გამოაქვეყნა თავისი შეფასებაც - “ამ განცხადებაზე კიდევაც რომ მოეწერა ხელი მოსარჩელეს ვერავითარ სამართლებრივ ძალას მას ვერ შესძენდა”-ო.


2016 წელს საწარმოს დირექტორმა თვითონ მოახსენა ლაშა ქოჩიაშვილს, რომ აღნიშნული განცხადება მე და ასათიანის იურისტმა დავამოწმეთ ნოტარიუსთან-ო. ამ დოკუმენტის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა ქოჩიაშვილმა ორჯერ არ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ დამოუკიდებლად ამ განცხადების ექსპერტიზის ჩატარება არ შეგვეძლო, რადგან ექსპერტიზისთვის გამოსაკვლევი ორიგინალი დოკუმენტის მოპოვება სასამართლოს ნების გარეშე შეუძლებელი იყო. პარტნიორთა რიგებიდან გასვლის #2 ოქმზე ჩემი ხელმოწერა საერთოდ არ არსებობს და არც ნოტარიუსის მიერ არის ეს ოქმი დამოწმებული. მოსამართლის 2010 წლის გადაწვეტილება ნამდვილად ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და საქმეში არსებულ მრავალ მტკიცებულებას.


ლოგიკური კითხვა- რამ გამოიწვია მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები ერთი და იგივე მტკიცებულებებზე? რა გახდა ამის საფუძველი?


1 არგუმენტი – კლანთან გარიგება და მათი პოლიტიკური დავალების შესრულება. ამ გარიგებით დივიდენდები და სარგებელი მიიღო კლანის მძევალმა მოსამართლეებმა ლაშა ქოჩიაშვილმა, გელა ქირიამ, ამირან ძაბუნიძემ. მათ მიღეს რა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმეს კანონიერ ძალაში შესული ზემდგომის-უზენაესის გადაწყვეტილება ჩემს ბიზნეს საქმეზე, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიმკვიდრეს მუდმივი მოსამართლის ადგილი ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოში და გარანტირებული მაღალი ხელფასი. მაგალითად, თუ იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მუდმივი მოსამართლეების დამტკიცებულ სიას მივადევნებთ თვალს, იქ ამოვიკითხავთ ყველა ამ საქმის მოსამართლის გვარს, ხოლო ქოჩიაშვილს, რომელსაც მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა არ გადიოდა 2017 წელს, გარანტიისათვის მაინც, დანიშნეს მუდმივ მოსამართლედ 2 წლით ადრე, რაც შემდგომ გამოასწორეს 2019 წელს (წყარო: იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მუდმივმოქმედი მოსამართლეთა სია 2017 -2019 წ).


2 არგუმენტი – მოსამართლე ქოჩიაშვილს მეუღლის საცხოვრებელ მისამართად (წყარო: საპარლამენტო მოსმენისთვის გადაგზავნილი დოკუმენტაცია) მითითებული აქვს ქ.თბილისის ცენტრში ბახტრიონის ქუჩაზე სიდედრის სახელზე რიცხული ბინა, რომლის იპოთეკაც თვითონ სწორედ წინა დღეს მოხსნა, როდესაც ჩემს საწინააღმდეგოდ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა (იხ. უძრავი ქონების რეესტრში განცხადება #11858844, 2016 წელი 22 მარტი, საკადასტრო კოდი 01.10.17.001.016.01.015ა). საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის არაკანონიერი მანიპულაციები იძლევა გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ ამ ბინის თანხა მან მიიღო ასათიანებთან გარიგებით, რომელიც მას გადასცეს ჩემი კუთვნილი დივიდენდების ნაწილიდან შუამავლების მეშვეობით. აამ მტკიცებულებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ამავე პერიოდიდან ქოჩიაშვილის უშუალო ხელმძღვანელი ყოფილი მოსამართლე დ. ღიბრაძე – ასათიანმა გააფორმა თავის კუთვნილ საწარმოში სწორედ იმ დროს, როდესაც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა ქოჩიაშვილის მიერ. ცხადია ეს კორუფციული და პოლიტიკური გარიგებები იყო მოსამართლის მოტივაცია საქმის განახლებისათვის და არა მისი ყალბი პრინციპულობა.


3 არგუმენტი – კლანის მძევალ მოსამართლეთა კოლეგიამ იმავე დღეს 5 ნოემბერს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის თავმჯდომარეობით - უარყვეს რა ზემდგომის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება არსებითი მითითებებით და საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება - განჩინებით დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის მოსამართლის ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებას. აამ საქმეში უკვე მერამდენედ კლანი არ დაემორჩილა ზემდგომის მითითებას. თარიღის დამთხვევაც არ ყოფილა შემთხვევითობა, ვინაიდან 10 ივლისს დამთავრებული სასამართლო განხილვის შემდეგ ოთხჯერ გადადეს გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. პარლამენტში მოსმენაზე ქოჩიაშვილმა ხაზგზსმით აღნიშნა ჩემს გადაწყვეტილებას სამმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი შესვენებაზე მახარესო. საგანგაშოა ის, რომ საკასაციო სარჩელი ამ საქმეზე მეოთხედ წარდგება უზენაეს სასამართლოში. აამ პროცესს საქართველოში მიესადაგება მხოლოდ ერთი ტერმინი “ბიზნესის ახევა” სასამართლოს კლანის ორგანიზებული მოქმედების ეფექტით.


ფაქტია – ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოში, როგორი გადაწყვეტილება მოესურვებათ იმას გამოძერწენ. კანონის უზენაესობა ამ სივრცეში არ დომინირებს. მხოლოდ კლანის წევრი მოსამართლის განწყობაზეა დამოკიდებული სამართალი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი და უზენაესი სასამართლო არ ემორჩილებათ. თუმცა ეს კოორდინირებული შეტევა, ხომ იმის დასტურია, რომ იქაც მიაწვდინონ საცეცები, როგორც ეს სისტემური დანაშაულის - კლანის წევრებს - ახასიათებთ.


დასკვნა –ბოლო წლებში მართლმსაჯულების სისტემაში ჩემს მიმართ წარმოებული მრავალტომიანი საქმეები და პარალელურად ბბიზნეს საქმის 12 წლიანი განხილვის პროცესი არის შედეგი და ამ არგუმენტებთან ერთად ადასტურებს ჻ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოში რეალურად კლანის არსებობას. გარწმუნებთ შეუძლებელია სამართლის პოვნა თუ საქმე ამ კლანის კორუფციული ანუ პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და სასამართლო თვითონ წარმოადგენს მხარეს პროცესზე. საკუთრებაზე უფლების წართმევით გამოუსწორებელი ზიანი მომაყენეს მე, ჩემს ოჯახს და ბიზნესს ასევე უამრავ საავტომობილო დარგის პროფესიონალს. პარლამენტის დეპუტატებს მივანიშნებ არ დაუშვან კლანის რჩეული მოსამართლეების, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის უპრინციპო ლაშა ქოჩიაშვილის არჩევა, რომელიც სამოქალაქო საქმეების პალატას უმიზნებს სწორედ მუდმივად მოსამართლეთ უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში საბოლოოდ აღმოიფხვრება სამართალი ამ ქვეყანაში",- ნათქვამია მიმართვაში.


მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ირაკლი ლატარია: კონგრესმენის განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად, რადგან ის კომპანია „ფრონტერას“ პირდაპირი ლობისტია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

უკრაინაში თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.

გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.