გიორგი გახარია : უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა

"ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტის შესახებ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინასთან პარტნიორობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკა, უსაფრთხოება, და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის მთავარი შედეგიც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა.


„ბოლო 6 წლის განმავლობაში უკრაინაში ვიზიტები იყო, მაგრამ ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ ფორმატი, ეს გახლავთ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე არის კონკრეტულად სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და უკრაინა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, განავითარებენ და ერთად მიაღწევენ მიზანს.


მთავარი გახლავთ ის, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატს აქვს რამდენიმე განზომილება. ეს არის ეკონომიკა, ეს გახლავთ უსაფრთხოება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორული მთლიანობა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღვუთქვით, რომ საქართველო თავის მხრიდან უპირობოდ, ყოველთვის, ყველა ფორმატში, ყველა დონეზე მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერის თქმით, შედგა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან, სადაც აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური და  ინტენსიური.


„გარდა ამისა, იყო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან. ძირითადი ამ შეხვედრებში იყო შემდეგი, რომ ჩვენი თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური, ბევრად უფრო ინტენსიური და ამაში დაინტერესებულია ორივე მხარე. ორივე მხარე დღეს ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა - სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთად შეგვიძლია უფრო სწრაფად განვვითარდეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით  და უფრო ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მხარდაჭერა გახლავთ ის, რაზეც დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე რა თქმა უნდა, ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორები, ვაჭრობა. უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება უკრაინაში და მან გვთხოვა მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრივ აღვუთქვით, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროებში რეფორმების გატარების მიმართულებით, იქნება გაზიარებული უკრაინისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ზუსტად ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

 
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე "განათლების მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. 

 სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.