ნათია თურნავა - პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ორ კვირაში 41 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით

"პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის პირველი ორკვირიანი ციკლი დღეს 5 საათზე დასრულდა და ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო.


"ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც საწყისი შეფასება იყო დაახლოებით 30 მილიონი ლარი. შესაბამისად, მაღალი კონკურენციის, ძალიან აქტიური და მაღალი ინტერესის შედეგად საწყისი ფასი გაიზარდა 34 პროცენტით. მთლიანობაში, მინდა ვთქვა, რომ პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" არის ძალიან წარმატებული, პრივატიზება მიდის მაღალი ტემპით და ძალიან მალე ახალ საპრივატიზებო ქონებას შევმატებთ ამ სიას", - განაცხადა ნათია თურნავამ.


"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.


პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.


გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.


აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.


აუქციონი იქნება მუდმივად შევსებადი და ეტაპობრივად დაემატება ახალი ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.


თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

ელისაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო.

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა.

2 დაღუპული და 5 დაშავებული - აშშ-ში ერთ-ერთ ბარში თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-ანტონიოს ბარ "ვენტურაში" კაცმა ცეცხლი გახსნა.

გიგა ბოკერია: ოპოზიცია მწვავე პროტესტს გააგრძელებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.