ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გეგმავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს.

თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც მათი ოჯახის წევრებით დაკომპლექტდება.


"ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც ვხედავთ, ყველაფერმა მოგვცა ნული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი", – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.


ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ კვირას, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება იგეგმება, ამის შემდგომ კი საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება.


"თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება", – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.


ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.


 ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.


15 ნოემბერს ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030

„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით".

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.

პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

ირაკლი კობახიძე: რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ზედმეტად მძაფრია. მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ

რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

ჯანდაცვის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი "კორონავისრუსით" გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით დაიღუპა.

ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

„როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე“, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას იღებს, რომელიც ლონდონში იმართება.