კახა კალაძე: გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას ღონისძიებაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სიტვყით მიმართა:


„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს  არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც ეს მასშტაბური შეხვედრა - ღონისძიება იმართება", - განაცხადა კახა კალაძემ.


მან ასევე, ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა, თუ რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი? და საერთოდ, რა არის ჩვენთვის ევროპა?!


„პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს. ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული  თანაცხოვრების წესია! ეს  კი ის თვისებებია,  რაც  საქართველოს  მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა! ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გაადაატანინებს ჩვენს ქვეყანას! დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი  საყრდენის - თავისუფლების  და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის  გამო ვართ ისტორიულად  ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის  წევრი! ევროპა საქართველოს სახლია!“, - განაცხადა კალაძემ.



კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც პოსტ-საბჭთა სივრციდან ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, მილანში წავიდა:


„მინდა პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში  ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხო ენობრივ, უცხო კულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება. თუმცა, ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო. მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინი ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.  


ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები. იქ ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70 წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. 


თუმცა, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, ეს დამოკიდებულებაც ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც. დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა“, - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, საქართველო უკვე ევროკავშირთან ასოცირებული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მაგრამ თითოეულმა ქართველმა, პირველ რიგში, ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დაამკვიდროს და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა, უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება:


„ევროპაში, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში.


დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასდროს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას; ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას; ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს; ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული. ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არი საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს“, - აღნიშნა კალაძემ.


კახა კალაძის განმარტებით, ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა:


„ჩემო ძვირფასო  ახალგაზრდებო, მჯერა რომ, თქვენ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე წარმატებით გაივლით, საქართველოს ევროპულ ოჯახში თავის  ადგილს სამუდამოდ, აუცილებლად დაუმკვიდრებთ. და დღეს, ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების, და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავებთ ამ ადგილს ამჯერად  უკვე  სამუდამოდ, მყარად  და რაც მთავარია, ღირსეულად!


გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! ჩვენს ერთობას, ჩემო მეგობრებო წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც! ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს.


27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.


რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება

2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს. 

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

ლარი 0.37 თეთრით გამყარდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.37 თეთრი შეადგინა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინე ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

არჩილ თალაკვაძე: გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება გაიზარდოს

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- 

 
სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ კუტოიანი ერევანში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრემიერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

რუსეთის ფედერაციის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და ექს პრემიერი დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტები 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია.

ერდოღანი და მერკელი შეხვედრას გამართავენ

თურქეთისა და გემანიის ლიდერები რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ანგელა მერკელი სტამბოლში მოლაპარაკებას გამართავენ. 

დავით მათიკაშვილი: ირაკლი შოთაძე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანი, როდესაც მან თანამდებობა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი TV-ს გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათები დააზიანეს - დაკავებულია ერთი პირი

ზუგდიდში ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა, სანათები დააზიანეს.

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი შოთაძე მოხვდეს მთავარი პროკურორობის იმ კანდიდატებს შორის, რომელსაც საპროკურორო საბჭო საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. 

აშშ-ის ელჩი: საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება

"ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება",- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო

75 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო.

 

ნათია თურნავა: გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური, საჭიროების შემთხევაში, ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გარდაბანში, სადაც ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა.

ნათია თურნავა: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ელექტროგენერაციის ახალი, გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტების მშენებლობას

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის“ თბოსადგურები",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის – ექვთიმე თაყაიშვილის – დაბადების თარიღის შესახებ

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების თარიღის შესახებ ლიტერატურაში, სხვადასხვა ცნობარსა თუ მის შესახებ გამოცემულ პუბლიკაციებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს, რომ იგი დაბადებულია:

ვოლსკი: ამ ქვეყანაში სამართლის დაცვაზე პასუხისმგებელნი ვართ

"ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც  მოგვთხოვს პასუხს საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან. 

 

 
მამუკა მდინარაძე: მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას

"თითქმის საათზე მეტი ველოდეთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია, ფორმალური, მაგრამ თავიანთი უფლებამოსილება შეესრულებინათ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: პრობლემური საკითხები გასული წლის ბოლოს დალაგდა, კლინიკების უდიდესი ნაწილი ანაზღაურებულია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.