აზიის განვითარების ბანკი (ADB) 19,5 მლნ ლარის ინვესტირებას ახორციელებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაში

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 19,5 მლნ ლარის ინვესტირებას ახორციელებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაში.

გამოშვების შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა.  


 ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს. „ევექსის ჰოსპიტლები“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაცხადებული Georgia Healthcare Group PLC-ის სრულ მფლობელობაშია.


ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ბ-ნი შეინ როზენტალი და „ევექსის ჰოსპიტლები“-ს დირექტორი ბ-ნი გიორგი მინდიაშვილი, დღეს თბილისში,  ხელმოწერის ცერემონიაზე შეხვდნენ ADB-ის ამ ინვესტიციის გასაფორმებლად.  


„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამას და ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების დონის ამაღლებას,“ ამბობს ბ-ნი როზენტალი. „ის ასევე ხაზს უსვამს ADB-ის მიერ საქართველოს კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისა და  ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სფეროში. მოხარულნი ვართ ხელი შევუწყოთ როგორც კაპიტალის ბაზრებს, ასევე  ქვეყნის ადამიანურ რესურსებში ინვესტიციას.“


ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. დღესდღეობით, საქართველოში ADB-ის სუვერენული და არასუვერენული სესხების პორტფელი 3,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. 2019 წლის ნოემბერში, ADB-მა 85,05 მილიონი ლარი მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს  დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 წევრ ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.


 


საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში სალონიკსა და ათენში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ იტყობინება და ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს. 

რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება.

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიაში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ევროპაბეთის“ მსგავსად 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე რეკლამას ჩამოხსნის

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

თეა წულუკიანი: რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლ იკის საქმეთა დროებით რწმუნებულ თან დაესუ ჩანგთან.

სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და კვლავ იმყოფება პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში. 

თეა წულუკიანი: დრო გადის და გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

„დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

პოლიციამ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ლ.ქ.

საკრებულოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის საკრებულოში,  გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით,   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

დიდუბის გამგეობამ მეტრეველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გია ვოლსკი: არ დავუშვებთ, პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს

"არც დავუშებთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.