წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის – ექვთიმე თაყაიშვილის – დაბადების თარიღის შესახებ

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების თარიღის შესახებ ლიტერატურაში, სხვადასხვა ცნობარსა თუ მის შესახებ გამოცემულ პუბლიკაციებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს, რომ იგი დაბადებულია:

- 1863 წლის 5 ივნისს - ი.მეგრელიძე - ,,ექვთიმე თაყაიშვილი’’, 1989 წელი, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, გვ.14


- 1863 წლის 5 იანვარს - გ. ლომთათიძე - ,,ქართული კულტურის მემატიანე ექვთიმე თაყაიშვილი’’ - გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1990 წელი, გვ.14


- 1863 წლის 5 იანვარს - ,,ღვთისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი’’ - საიუბილეო კრებული, შემდგენელი ი. თავბერიძე, თბილისი, 2004 წელი, გვ.14


- 1862 წლის 5 იანვარს - გ. შარაძე - ,,...ასე იწყებოდა წმ.ექვთიმე ღვთისკაცი - თაყაი­შვი­ლი’’, 2005 წელი, თბილისი, გვ.13


- 1863 წლის 5 იანვარს - საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2003 წელი, საქართველოს საპატრიარქო, ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმი, 2001 წელი, გვ.140


- 1863 წლის 3 იანვარს - ბ.კობაძე - ,,ექვთიმე თაყაიშვილი - 150“, თბილისი, 2013 წელი, გვ.23


- 1863 წლის 3 იანვარს - რ. მეტრეველი - ,,დიდი ექვთიმე“, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2014 წელი, გვ.29


- 1863 წლის 3 იანვარს (მეტრიკულით 5 იანვარი,1862) - ინტერნეტ-ჟურნალი - ვიკიპედია


- 1863 წლის 3 იანვარს - რელიგიური ინტერნეტ-ჟურნალი - orthodoxy.ge - წმინდანთა ცხოვრება


- 1863 წლის 5 იანვარს - საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ-ჟურნალი - ამბიონი


- 1863 წლის 3 იანვარს - ვ. კოზმანაშვილი, მ.ნაკაშიძე -,,წმინდანთა ცხოვრება და მარტვილობა“, გამომცემლობა სვეტი, მცხეთა, 2015 წელი, გვ.413


(ავტორის შენიშვნა - სხვა დანარჩენი წყაროებიც იგივეს იმეორებს).


ამ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით 2013 წელი, ანუ ექვთიმეს დაბადებიდან 150 წლის თარიღის აღსანიშნავად იუნესკომ ექვთიმეს წლად გამოაცხადა, რაც საქართველოში და სხვა ქვეყნებში რიგი ღონისძიებებით აღინიშნა.


სტატიის ავტორს, რევაზ თაყაიშვილს, სურს აღნიშნოს, რომ ამის მიზეზი უნებურად თავად ექვთიმე გახდა, ვინაიდან მკვლევართა და მეცნიერთა უმეტესობა სავარაუდოდ დაეყრდნო თავად ექვთიმეს ავტობიოგ­რა­ფი­ულ ნარკვევს (,,რჩეული ნაშრომები“, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1968 წელი, ტომი I, გვ.182), სადაც ის წერს:


,,ჩემი მეტრიკის მიხედვით, დავბადებულვარ 1863 წლის 5 იანვარს, მაგრამ შესაძლოა ამაზე ერთი წლით მაინც უწინ ვიყო დაბადებული, ვინაიდან ჩვენში მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ ხოლმე“....


სწორედ ამ წინადადების მეორე ნაწილი გახდა ნაკვლევის ნაშრომის, რევაზ თაყაიშვილის ბატონ გურამ შარაძესთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა 1987 წელს, როცა გურამ შარაძის და სხვათა ინიციატივით განხორციელდა ექვთიმეს მეუღლის ნინო პოლტორაცკის ნეშთის ლევილიდან გადმოსვენება და მისი დაკრძალვა თბილისში დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ექვთიმეს საფლავზე.


გურამ შარაძემ დაიწყო კვლევა, რასაც მოჰყვა ექვთიმეს დაბადების თარიღის თაობაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების აღმოჩენა, კერძოდ:


- ქუთაისის ცენტრალურ საისტორიო არქივში, ფონდი 94, საქმე 904 - ექ. თაყაიშვილის მიერ ქუთაისის პროგიმნაზიის დამთავრების მოწმობა #164 და ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლის ექვთიმე თაყაიშვილის საქმე #3973.


- პეტერბურგის ცენტრალურ საისტორიო არქივში, #23039 - ექვთიმე თაყაიშვილის ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მიერ გაცემული სიმწიფის ატესტატი #89.


ამავე პერიოდში ავტორის მიერ საქართველოს ეროვნულ არქივში მოძიებულ იქნა ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის საეკლესიო წიგნი ე.წ.,,მეტრიჩესკის წიგნი“ (ავტორი - სტილი დაცულია) (საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, სინოდიალური კანტორა, ფონდი 489, ანაწერი 6, დოკუმენტის #1628, გვ.276), საიდანაც ირკვეოდა, რომ ექვთიმე დაიბადა 1862 წლის 5 იანვარს, ხოლო მოინათლა 1863 წლის 14 იანვარს. ეს ფაქტი შემდგომში გამოიკვლიეს ისტორიკოსმა არჩილ კოხრეიძემ და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტის სტუდენტებმა.


ზემოაღნიშნული დოკუმენტები შემდგომში გამოქვეყნდა:


გურამ შარაძის კრებულში ,,...ასე იწყებოდა წმ.ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი’’, 2005 წელი, თბილისი, გვ.27, გვ.49, გვ.59 და როინ მეტრეველის რედაქციით გამოცემულ კრებულში - ,,დიდი ექვთიმე“, გამომცემლობა არტანუჯი, 2014 წელი, გვ.44.


(იხილეთ დანართი - ჩანაწერი ზემოთაღნიშნული 1863 წლის საეკლესიო წიგნიდან. საეკლესიო წიგნი დასათაურებულია შემდეგნაირად - ,,მეტრიჩესკის წიგნი მიცემული საქართველო იმერეთის უწმიდესის მმართებლის სინოდის კანტორიდგან - გურიის ეპარქიის სოფლის ლეხოურის ღვთისმშობლის ეკლესიასა შინა, ჩასაწერად დაბადებულთა, ქორწინებით შეუღელილთა და გარდაცვალებულთასა ჩყჲგ წლისათვის. ნაწილი პირველი დაბადებულთათვის“). (სტილი დაცულია - ავტორის შენიშვნა).


წამოდგენილი დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ ჩანაწერი საეკლესიო წიგნში გაკეთებულია ექვთიმეს მონათვლისას - 1863 წლის 14 იანვარს ნომერით 4, წიგნზე წლის აღნიშვნა ჩყჲგ შეესაბამება 1863 წელს, გრაფაში - ,,თვე და დღე’’ ქვეგრაფა ,,ნათლისღება“ - თარიღია - 14 იანვარი, ხოლო ქვეგრაფაში - ,,დაბადება“ - ჩყჲბ წელს იანვრის 5, (ჩყჲბ მხედრული დამწერლობით შეესაბამება 1862 წელს, (ჩ ასო აღნიშნავს 1000-ს, ყ ასო - 800-ს, ჲ - 60-ს, ხოლო ბ - 2-ს, ანუ ექვთიმე დაბადებულია 1862 წლის 5 იანვარს. სხვა პირების ჩანაწერებზე წელი არ არის მითითებული - ავტორის შენიშვნა), გრაფაში ,,სახელები დაბადებულთა“ - ეფთვიმე (და არა ექვთიმე - ავტორის შენიშვნა).აქვე მითითებუ­ლია ნომერი #2426/763/762, რაც სავარაუდოდ ჩანაწერის ჩასწორებას ადასტურებს. გრაფაში - ,,წოდება, სახელი, მამის სახელი და გვარი მშობელთა და რომლისა სარწმუნოებისა არიან“ - ამავე სოფელსა მცხოვრები პარუჩიკი აზნაური სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი და სჯულიერი ცოლი მისი ნინო მამუკა ნაკაშიძის ასული ორნივ მართლმადიდებელისა სარწმუნოების აღსარებისანი. გრაფაში - ,,წოდება, სახელი, მამის სახელი და გვარი მიმქმელთა“ - (მიმქმელი ანუ ნათლია - ავტორის შენიშვნა) - ამავე სოფლისა მცხოვრები სახელმწიფო ყმა იუნკერი ქაიხოსრო ივანეს ძე თოიძე. ნათლობის ფაქტის ჩანაწერს ადასტურებენ: მღვდელი დავით კონტრიძე და დიაკონი გიორგი კონტრიძე; ხოლო საეკლესიო წიგნის შესაბამისი გვერდის ჩანაწერების სიზუსტეს - მღვდელი დავით კონტრიძე, დიაკონი გიორგი კონტრიძე და ბლაღოჩინი მღვდელი ნიკოლოზ კანდელაკი (სავარაუდოდ ეს გვარია, ჩანაწერი ცუდად იკითხება - ავტორის შენიშვნა).


წმ. ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების თარიღად 1862 წლის 5 იანვრის აღიარებას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ მისი მამა - სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი გარდაიცვალა 1861 წლის 20 აგვისტოს და დაიკრძალა ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესიის ეზოში 24 აგვისტოს, ანუ ექვთიმეს დაბადებამდე ოთხნახევარი თვით ადრე. ეს დოკუმენტი ავტორის მიერ მოძიებული იქნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საეკლესიო წიგნში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ექვთიმე თავის ავტობიოგრაფიულ ნარკვევში წერს, რომ მას მამა არ ახსოვდა, ხოლო ყველა ავტორი და გამოცემა სხვადასხვა რედაქციით შეცდომით წერს, რომ ექვთიმეს მამა დაბადებიდან მალევე გარდაეცვალა.


მიუხედავად ამისა, დღემდე ექვთიმეს დაბადების თარიღად მაინც სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება.


ავტორის, რევაზ თაყაიშვილის უმორჩილესი და მოკრძალებული თხოვნაა, რომ  გამოსწორდეს შეცდომა და ყველგან აღინიშნოს, რომ წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) დაბადების თარიღია - 1862 წლის 5 იანვარი, ნათლობის თარიღი - 1863 წლის 14 იანვარი, ხოლო 3 (ძველი სტილით) და 16 (ახალი სტილით) იანვარი საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ წმინდანის ხსენების დღედ არის დადგენილი.


ავტორი: რევაზ თაყაიშვილი


(ექვთიმეს ბიძის ერდიშელ თაყაიშვილის შვილთაშვილი)


დანართი:


საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, სინოდიალური კანტორა, ფონდი 489, ანაწედაბადების თარიღის გადიდებული ვერსიარი 6, დოკუმენტის #1628, გვ.276 - ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებისა და ნათლობის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ქვემოთ - დაბადების თარიღის გადიდებული ვერსია.


"მონა ხარ", "ჩახედე პოლიტპატიმრებს თვალებში" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა იწყება, დაპირისპირებაა.

ირაკლი შოთაძე: პარლამენტში ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვისაუბრებ ხედვაზე, რაც გამაჩნია

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ.

ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თურნავა: ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

"ბერლინში 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

უბისა-შორაპანის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურნავა: გერმანიაში ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობაზე თანხმდება

"ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ვითანამშრომლებთ", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხონის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ჭერზე გაჩნდა.

ნიკა მელია: „მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“

„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებით "ოცნების" დამარცხება შესაძლებელია

"ყველაზე მთავარია ოპოზიციამ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნოს",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ, ეს გასაგებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ.

ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ87-კმ126 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.