საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება. საკანონმდებლო მაცნეში, საქართველოს მთავრობის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

თუმცა, საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებიდან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უკვე უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად. 


2021 წლიდან მწარმოებელი ვალდებული იქნება სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.


მწარმოებელი, რომელიც ჩათვლის, ან ექნება ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. 


იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს  წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.


კონტროლი გამკაცრდება ისეთ სათამაშოებზე, რომელიც განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მოხმარებისთვის. 


სათამაშოების მიმართ დადგენილი სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები:


სათამაშოს, მის ნაწილებსა და, ფიქსირებული სათამაშოების შემთხვევაში მათ ფიქსატორებს/შემაერთებელ ნაწილებს, უნდა ჰქონდეს საჭირო მექანიკური ძალა და სტაბილურობა, რათა გამოყენებისას, გატეხვისა და დაზიანების გარეშე, გაუძლოს ფიზიკური ტრავმის გამომწვევ ზემოქმედებას. 


სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ სათამაშო და მისი ნაწილები არ ქმნიდნენ გაგუდვის რისკს; მისი ნაწილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ პირის ღრუში ჩადების ან ქვედა სასუნთქ გზებში გაჭედვის შემთხვევაში არ ქმნიდნენ ასფიქსიის რისკს; სათამაშო, რომელიც ცალსახად განკუთვნილია 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, და მისი შემადგენელი ნაწილები, მათ შორის, ნებისმიერი ისეთი ნაწილი, რომლის მოხსნაც შეიძლება, უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ შეუძლებელი იყოს მათი გადაყლაპვა ან შესრუტვა; სათამაშო, რომელიც მოთავსებულია ან შერეულია საკვებში უნდა იყოს შეფუთული. აღნიშნული შეფუთვა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სათამაშოს გადაყლაპვის ან/და შესუნთქვის რისკი; წყლის სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მისი დანიშნულების გათვალისწინებით მაქსიმალურად იქნეს შემცირებული სათამაშოს ტივტივისა და ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის დაკარგვის რისკი; სათამაშოდან სასროლი ნაწილების ფორმა და შემადგენლობა და მათ მიერ გამომუშავებადი კინეტიკური ენერგია, როდესაც ხდება მათი შესაბამისი სათამაშოდან გასროლა, სათამაშოს სახეობის გათვალისწინებით უნდა იყოს იმგვარი, რომ არ არსებობდეს მომხმარებლის ან მესამე მხარის დაშავების რისკი; სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს წარმოებული, რომ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ზედაპირის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა შეხებისას არ იწვევდეს დაზიანებას;


მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის მიმართ


სათამაშოში გამოყენებული დაწვადი მასალები არ უნდა ქმნიდეს ცეცხლის გაჩენის რისკს. 


გამკაცრდება მოთხოვნები სათამაშოების ქიმიური თვისებების მიმართ.


სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნები:


ინფექციის, ავადმყოფობის ან მოწამვლის ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სათამაშო დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს იმგვარად, რომ აკმაყოფილებდეს ჰიგიენისა და სისუფთავის მოთხოვნებს. 


36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი გაწმენდა.


სათამაშოებს სპეციალური გამაფრთხილებელი მითითებები უნდა ჰქონდეთ, მაგალითად უსაფრთხოების ზომები, რა ასაკის ბავშვისთვის არის გამოყენებადი და ა.შ. 


ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ გავრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:


საახალწლო დეკორაციები; საკოლექციო პროდუქტები;  სპორტული აღჭურვილობა - გორგოლაჭები,  სკეიტბორდები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონაც აღემატება 20კგ-ს; ველოსიპედები, რომელთა სავარძლის სიმაღლე აღემატება 435 მმ-ს; სკუტერები; ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე, ბილიკებზე ან ქვაფენილზე მგზავრობისთვის; წყლის აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია ღრმა წყლებში გამოსაყენებლად, ასევე ბავშვისთვის ცურვის სასწავლებელი მოწყობილობა; თავსატეხები, რომელიც შედგება 500-ზე მეტი ნაწილისაგან; მშვილდოსნობისთვის განკუთვნილი 120 სანტიმეტრზე დიდი ზომის მშვილდები, პნევმატური თოფები და პისტოლეტები, გარდა წყლის თოფებისა და წყლის პისტოლეტებისა; პიროტექნიკა, მათ შორის ასაფეთქებელი ნაწილები, რომლებიც არ არის უშუალოდ სათამაშოსთვის განკუთვნილი; მეტალის წვერიანი დართსის ნაკრების მსგავსი პროდუქტები და თამაშები, რომლებშიც გამოიყენება სასროლები, ბასრი წაწვეტებული თავით; ფუნქციონალური საგანმანათლებლო პროდუქტები, მათ შორის, ელექტროღუმელები, უთოები, რომლებიც განკუთვნილია ექსკლუზიურად სასწავლო მიზნებისთვის ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად;  პროდუქტი, მათ შორის, სამეცნიერო აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია სკოლაში ან სხვა პედაგოგიურ კონტექსტში საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით, ზრდასრული ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად;  ელექტრონული აღჭურვილობა, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი და სათამაშო კონსოლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ საკუთარი სათამაშო ღირებულება გააჩნიათ, როგორიცაა სათამაშო ჯოისტიკები ან საჭეები; ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის, მაგალითად, კომპიუტერული თამაში და მისი შესანახი საშუალება მათ შორის კომპაქტური დისკი; ბავშვის საწოვარები;ბავშვებისთვის მიმზიდველი მანათობელი ნივთები; ბავშვების მოდური აქსესუარები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სათამაშოდ გამოყენებისთვის.


იხილეთ ვრცლად 


 


„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".